ბრიტანული Independent-ი იტალიური რაგბის კრიზისის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.
სტატიაში იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე საქართველოს ნაკრების შესახებაც საუბრობს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება არ მოგვიპოვებია. დავამარცხეთ საქართველო, იაპონია, ფიჯი და სამხრეთი აფრიკა. ეს გუნდები რეიტინგში ჩვენ ახლომახლო არიან და ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო ჩვენზე წინაცაა.
გასულ
ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და გზაზე კარგი გუნდები დავამარცხეთ.
გასულ წლებში ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ. ამის შემდეგ ხალხს ჩვენ მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. ისინი ფორმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, რადგან საქართველო კარგად ასპარეზობს. ვფიქრობ, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მივაღწიეთ.
ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ. ისინი ვითარდებიან და ეს მათთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გასულ ნოემბერში, როცა მათთან ვითამაშეთ და დავამარცხეთ, უკვე დავუმტკიცეთ, რომ სხვა დონეზე ვართ." - განაცხადა სერხიო პარისემ.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 28:17 დასრულდა.
5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა