სერხიო პარისე: ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ექვსი ერის ტურნირზე უკანასკნელი 17 მატჩი წააგო. ბოლოს მათ გამარჯვებას 2015 წლის 28 თებერვალს შოტლანდიასთან მიაღწიეს, მიმდინარე წლის 2 თებერვალს კი 6 ერის ფარგლებში მათი მეტოქე ისევ შოტლანდიის ნაკრებია.

ბრიტანული Independent-ი იტალიური რაგბის კრიზისის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

სტატიაში იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე საქართველოს ნაკრების შესახებაც საუბრობს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება არ მოგვიპოვებია. დავამარცხეთ საქართველო, იაპონია, ფიჯი და სამხრეთი აფრიკა. ეს გუნდები რეიტინგში ჩვენ ახლომახლო არიან და ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო ჩვენზე წინაცაა.

გასულ
წელს შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ, თუმცა ტურნირი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ. პროგრესს განვიცდით, თუმცა ეს შედეგში არ გამოისახება. ამის შეცვლა გვსურს.

ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და გზაზე კარგი გუნდები დავამარცხეთ.

გასულ წლებში ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ. ამის შემდეგ ხალხს ჩვენ მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. ისინი ფორმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, რადგან საქართველო კარგად ასპარეზობს. ვფიქრობ, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მივაღწიეთ.

ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ. ისინი ვითარდებიან და ეს მათთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გასულ ნოემბერში, როცა მათთან ვითამაშეთ და დავამარცხეთ, უკვე დავუმტკიცეთ, რომ სხვა დონეზე ვართ." - განაცხადა სერხიო პარისემ.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 28:17 დასრულდა.

alt5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 27 /
Zero, წააგე! მორჩა, წერტილი. სხვა ყველაფერი, მათ შორის შენი მოსაზრება იმ თამაშთან დაკავშირებით, ტრუხა საუბარია. შანსი მოგეცა და ვერ ივარგე, მაშინ ცოტა მაინც მოიცადე რა! ესაა სულ...
Zuro
02 თებერვალი 2019 02:42
0
ჩვენთან იტალია რო ჩამოსულყო და მოგვეგო იტალიელებსას იგივეს ეტყოდი ალბათ. რაშიც ვერ ერკვევით არ გინდათ რა. გამოვლენ ექსპერტებივით. 10 უმარტივეს კითხვაში არამგონია ორზე მეტი სწორი პასუხი გამცე რაგბს რაც ეხება
ზურიკოს
02 თებერვალი 2019 23:33
0
სერჯო
მენტორი
30 იანვარი 2019 14:10
0
იტალიასთან მარცხი იყო ჩვენი ნაკრების და მწრთვნელის ელემენტარული შეცდომების შედეგი და არა იტალიის კარგი თამაშის დამსახურება. სისტემატიურმა შეხვედრებმა უნდა გამოავლინოს ძლიერი გუნდი.
ჩვენ სახვეწარი გვაქვს მსგავსი ტესტ მატჩები და ესენი უკვე 18 წელია ექვს ერში ასპარეზობენ და მაინც ფაქტიურად ყოველ წელს "ხის კოვზის" ნომინანტები არიან.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექვს ერში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ უკეთესები ვიქნებით, მაგრამ ლოგიკურად სადაც იტალიის ნაკრები იმსახურებს თამაშს იქ ჩვენც უნდა გვქონდეს მონაწილეობის პრეტენზია.
Zero
30 იანვარი 2019 11:20
0
იცი რა არის? 18 წლის განმავლობაში 6 ერში თამაში იმდენად გაზრდიდა საქართველოს რომ ამ ეტაპისთვის იტალიას რომ აქვს მოგებები , ჩვენ სულ მცირე 4 ჯერ მეტი გვექნებოდა, 18 წელიწადში გუნდი ვერ გაიზარდა, ვერააააა! ძაღლი მყავს და იმ 18 წელიწადში ესაც კი უკეთესი მორაგბე დადგებოდა სისტემატურად იმ ხუთეულთან რომ ევარჯიშა.........
გელა
05 თებერვალი 2019 14:51
0
იტალიასთან 1 თამაშზე არ ყოფილა დამოკიდებული ჩვენი 6 ერში შესვლა და არც მერე იქნება. ამას დრო და ჩვენი შესაბამისად განვითარება მოიტანს. კი, არის იტალია ჩვენზე უკეთესი, მაგრამ ძალიან მცირე უპირატესობით. ამიტომაცაა ასეთი გაღიზიანებული განცხადებები რომ გააკეთეს. ჩვენი ყურადღება ჯერ მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ, რომელიც ბევრ რამეს გვაჩვენებს
????
30 იანვარი 2019 01:01
0
ჩვენ კი გვინდა სხვანაირად, მაგრამ რეალობა ეს არის: ზაფხულის ტურნემ და იტალიასთან მატჩის შედეგებმა დიდი ზნით გამოკეტა 6 ერის კარი ჩვენთვის. მარტო წაგებაზე არ არის საუბარი, თამაშის ხარისხზე გამოჩნდა რომ ჯერ ადრეა. მიზეზები ბევრია, მოთამაშეები გვაკლდა იტალიასთან, ოკეანეთის კლიმატი, იაპონიასთან უკვე დაღლილი და ა.შ , მაგრამ ფაქტია - ასეთი ამბიცია როცა გაქვს ამ მიზეზებით ვერ გაამართლებ ჩაგდებულ თამაშებს. ახლა მითუმეტეს თაობათა ცვლა გვაქვს და მთავარია მსოფლიო არ ჩაგვივარდეს, დანარჩენი თავისით დალაგდება.
???
30 იანვარი 2019 00:35
10
თავისით?????????????
კოტე
30 იანვარი 2019 05:20
0
ექვს ერში 17-ი თამაში წააგო და სირცხვილით როგორღა ლაპარაკობს ერთი თამაში ძლივს მოგვიგეს და თავი მაგრები გონიათ.
beso
30 იანვარი 2019 00:11
1
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ვულვერჰემტონმა ჩემპიონატის ნახევარ სეზონში ქულები დააკარგინა ჩელსის სიტის არსენალს ლივერპულს და ტოტენჰემს და მათ არ უკადრებიათ ეგეთი რამეის თქმა ნატოსი არ იყოს კარი რო გაგვიჭონ 2 სეზონი და იმ ბოვოლებთან 10 მატჩი ჩავატაროთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს როდემდე უნდა ვკარგოთ დრო რუმინითან რუსეთთან ბელგიასთან და პორტუგალიასთან იმათვის კარგი მეტოქე ვართ ჩვენთან თამაში კლასს მიცემს როგორც ჩვენ ბობოლებთან თამაში კარგი გამიოთქმა არსებობს მუსიკას უკვეთავს ის ვისაც ფული აქვს მოდი და არ დაიჯერო
ნოდო
29 იანვარი 2019 22:28
1
არადამაჯერებლად ბაქი ბუქობს. ექვს ერში თავის ყოფნას შორეული წარსულით და მომავლის იმედით ამართლებს, რეალურად სათქმელი არაფერი აქვთ ეხლა. სულ ცოტაც და მალე ჩვენთან მოგებითაც ვეღარ იტრაბახებენ.
ირაკლი
29 იანვარი 2019 22:17
0
100% იან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გელა
05 თებერვალი 2019 14:55
0
ძირითადის 8 მორაგბე გვაკლდა და ძლივს მოიგეს, ისიც თავის მოედანზე ! წლები ითრიეს ფეხი , რომ გორგოძის და ზირაქას დროს არ შეგხვედროდნენ , ეხლა იდროვეს , განახევრებულ გუნდთან (და თან თაობათა ცვლა რომ მიდის )ითამაშეს *ფანტასტიური* თამაში ! ოკეანიის გუნდების მერე რომ შევხვედროდით , ეს ახალგაზრდებიც გააცამტვერებდნენ, მართლა მაგ მაკარონებს !
კახაბერი
29 იანვარი 2019 22:44
1
დასნანია,მაგრამ სიმართლეა
რა გინდათ, რას ერჩით?!
29 იანვარი 2019 21:17
22
მართალს ამბობს და ნუ ღიზიანდებით. საქართველო იტალიას კიდევ დიდხანს ვერ მოუგებს
ჯუმბერი
29 იანვარი 2019 21:05
40
შენ ჭკუაზე იაროს პუტინმა!!!!!!!!!!
გელა
05 თებერვალი 2019 14:57
0
ჩამოვიდნენ თბილიში და მაშინ ვნახოთ ვინ მოუგებს, შოტლადიას როგორ ვეთამაშებით აგვისტოში მანდ გამოჩნდება ყველაფერი ვინ სადა არის
ჯუმბერს
30 იანვარი 2019 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული