"ერთი ხელით 70 კგ-ის აწევა შეუძლიათ, გიჟები არიან" - Telegraph-ი "ბორჯღალოსნებზე"

AutoSharing Option
©telegraph.co.uk

"ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან. ისინი 27 და 28 თებერვალს ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს გამართავენ.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგებთა ნაკრების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ინფორმაციით, საფრანგეთში რაგბის დაახლოებით 250 ქართველი თამაშობს.

გასული წლის ოქტომბერში, როცა ჰეიგი ტელევიზორში TOP 14-ის ერთ-ერთ მატჩს უყურებდა, აღმოაჩინა, რომ "გრენობლის" რიგებში ერთი მორაგბე - ბექა გიგაშვილი თამაშობდა, რომლის სახელი და გვარიც "საეჭვოდ" ჟღერდა ქართულად.

"ვიფიქრე, ეს ბიჭი ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა იყოს. გავიკითხე და მის შესახებ არავინ
არაფერი იცოდა. მას საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰქონდა ნათამაშები. საფრანგეთში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში წავიდა, სხვადასხვა დაბალ ლიგაში თამაშობდა და როგორღაც "გრენობლში" აღმოჩნდა. როცა მისი თამაში ვნახე, ვიფიქრე - "ჯანდაბას..."

"თუ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე შეუხვევ, აუცილებლად დაინახავ პოტენციურ მარჯვენა ბურჯს, რომელიც ქუჩის კუთხეში დგას და სიგარეტს ეწევა. იქ ყველა კაცს ფართო მხრები აქვს, კისერი კი - არა. ისინი გენეტიკურად ძალიან ძლიერი ხალხია. მე მათ ევროპის პასუხად მივიჩნევ წყნარი ოკეანის ხალხის საპირწონედ. მსოფლიოს ნებისმიერ მწვრთნელს მოეწონებოდა ჩემს ადგილას ყოფნა".

ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვარჯიშობს ზედიზედ მეორე წელია ინგლისის ნაკრები საქართველოსთან ერთად. არცერთ სხვა ქვეყანას არ გამოსდის ასე კარგად თამაში შერკინებაში. ამან განაპირობა, რომ გრეჰემ როუნტრი საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

ჰეიგს აქვს საშუალება, შედარებით გამოცდილი მოთამაშეების მაგივრად, ახალგაზრდა კადრებს დაეყრდნოს, როგორებიცაა გიგაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და 18 წლის ჰუკერი ვანო ქარქაძე. შარშანდელ ვარჯიშზე საქართველომ ინგლისის შერკინება დაანგრია, ჰეიგი კი წელს უფრო მეტს ელის.

ქართველების ძალით აღფრთოვანებულია როუნთრიც:

"ასეთი რამ სპორტდარბაზში აქამდე არასდროს მინახავს, ქართველები საოცარ წონებს ეჭიდებიან. მეტიც, ცოტაა ისეთი სპორტული დარბაზი, სადაც ჩვენთვის საკმარისი წონები აქვთ."

"ჩვენს ბიჭებს თითოეული ხელით 70 კგ-იანი ჰანტელების აწევა შეუძლიათ. გიჟები არიან. არადა, ძალოსნებს კი არა, მორაგბეებს ვავარჯიშებ. ეს სიძლიერე მოედანზე უნდა გადავიტანოთ. თუკი პირველი დონის მეტოქეებთან თამაშის საშუალება არ გაქვს, მათთან ერთად ვარჯიშიც კარგია." - ეს კი ჰეიგის სიტყვებია.

ქართველები ბოლო 12 წელიწადში მე-10 რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან არიან ახლოს. ბოლო ჩემპიონატის ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" პირველი დონის მეტოქესთან მხოლოდ 5-ჯერ ითამაშეს.

"მინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ უძლიერეს მეტოქეებთან ვითამაშოთ. განვიხილოთ მატჩები და გავიგოთ, როგორ გავხდეთ უკეთესები. ეს შესანიშნავი იქნება. განვითარება უნდა გავაგრძელოთ" - ამბობს მილტონ ჰეიგი."

"ბორჯღალოსნები" შემდეგ შეხვედრას ბელგიასთან 2 მარტს გამართავენ.

altმილტონ ჰეიგი: ჯონსი ქართული რაგბის დიდი ფანია - მსოფლიოს თასზე ზოგიერთებს ხასიათს გავუფუჭებთ

alt30-კაციანი რაზმი - "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უფლისაგან არის კურთხეული და რა გიკვირთ? ჯერ სად არიან, ბევრად მეტად გავაკვირვებთ...
ვახო...
17:15 28-02-2019
2
იმდენად შემიყვარდა ეს სპორტი, ასაკი რომ ხელს მიწყობდეს პროფესიონალურად დავინტერესდებოდი. მე ფეხბურთს ვთამაშობდი და ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ აი ფეხბურთელებს ყველას თითქოს ძველბიჭური უჭერიათ, (ალბათ იმიტომაცაა ეს სპორტი ჭაობში) აი რაგბისტებისთვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, ალბათ იმიტომ რომ რაგბი ჩვენში პოლიტიზირებული სპორტია და უფრო პატრიოტიზმთან ასოცირდება, ხოლო ფეხბურთი ჩემი ცოლის დაქალებთან ;)))
ირაკლი
10:52 28-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული