მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნებსა" და ინგლისელებს შორის ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, "ბორჯღალოსნებისა" და ინგლისის ნაკრების ერთობლივ ვარჯიშზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გამოეხმაურა.

"ერთობლივი ვარჯიში ჩვენი ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი რამაა. საკუთარ თავებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ვტესტავთ. ვიცით, რა შეგვიძლია შერკინებაში და გვსურს თამაში დაცვასა და შეტევაში გავაძლიეროთ. რაც შეეხება ინციდენტს, როცა ორი მხარე მოტივირებულია, რომ არ დათმოს არც ერთი მილიმეტრი, ამას დაძაბულობა ყოველთვის მოჰყვება. საკუთარი თავის კონტროლი შეგვიძლია, ეს ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა" - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ინგლისის ნაკრებთან ორდღიანი ერთობლივი ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბელგიაში
გაემგზავრებიან და ადგილობრივ გუნდს 2 მარტს დაუპირისპირდებიან.

altDailymail: "ბორჯღალოსნებსა" და ინგლისის ნაკრებს შორის ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა

მომზადებულია Dailymail.co.uk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული