მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გუგა როგავა

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან (46:6) რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იყო ეპიზოდები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით, თუმცა რაქში რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და სამჯერ აუტში გადაგვიყვანეს. როდესაც შენზე ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ბურთი მოგეცემა, ის აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. კმაყოფილი ვარ, რომ პირველ ტაიმში 22 და მეორეში 24 ქულა გავაკეთეთ, თუმცა ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ.

ბელგიელები ეპიზოდებში დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ხაზს სწრაფად გვიწევდნენ, თუმცა 46:6, კომფორტული სხვაობაა. მიუხედავად
იმისა, რომ მინდორი სპეციფიურია, რამდენიმე კარგი ლელო გავიტანეთ. გიორგი ცუცქირიძე ძალიან კარგი მოთამაშეა და დღეს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ის გუნდის ნაწილია და ჩვენმა ტაქტიკამაც განაპირობა, რომ ის ასეთი აქტიური იყო".

altსაქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამის წინა სტატიის ქვემოდ გამოვეხმაურე სოსოს კომენტარს,დავეთანხმე მის მოსაზრებას,რომ ბორჯღალოსნებმა სათამაშო დისციპლინა უნდა გაამყარონ თქო.დიზლაიკების ცვენა წამოვიდა ჩემს კომენტარზე??? მინდა მივმართო დიზლაიკის დამწერთ-ახსენით რა მოტივით წერთ.მინდა გავიგო,იქნებ მართლაც მეშლება რაიმე.
გიოშა
04 მარტი 2019 16:12
3
თედოს კუნთი ჰქონდა დაჭიმული
ზაზა
03 მარტი 2019 22:32
1
მეც ძალიან გამიკვირდა რო აბჟანდაძეს არ დაარტყმევინეს გარდასახვები, მითუმეტეს მათიაშვილის ასე კატასტროფული დარტყმების მერე
მიროსან
03 მარტი 2019 22:05
1
მათიაშვილი ვერ ურტყავდა და ვერც აფრასიძე. წინა თამაშებში აბჟანდაძე ურტყავდა კარგად, ამიტომ მას უნდა დაერტყა. მომავალში ალბათ გაითვალისწინებენ.
Geo_Dinamo
03 მარტი 2019 19:38
0
მელიტონ ჰეიგიძეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უღრმესი მადლობა
ტენგო
03 მარტი 2019 19:26
3
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას :) მაგრამ, ვისაც ეხება, ახალ ფორმებს რომ დაამზადებთ - მეტი არასდროს არ შეკეროთ ნაკრებისთვის ნაცრისფერი მაისურები!!!
გადასარევი გიორგი
03 მარტი 2019 15:45
3
:)))
გადასარევი გიორგი
05 მარტი 2019 03:25
0
კარგი, რახან გვითხარი აღარ აღარ შევკერავთ
მკერავები
03 მარტი 2019 15:58
12
მოვიგეთ, მაგრამ ცუდია 10 ქულა რომ დავკარგეთ. ხუთი გარდასახვა ვერ გავიტანეთ, ამ კუთხით ეს კატასტროფაა. დიდი ხნის უთამაშებ მათიაშვილს არ უნდა დაერტყა. თუმცა აფრასიძეც ცუდად ურტყამდა.
გუნდი ისევ ძლიერია, ცოტა მეშინოდა სუსტი წინათამაშის შემდეგ, მაგრამ ნემსაძე, ჩილაჩავა და სხვები ნამდვილი ლომები არიან. ისე, კაჭარავა და თოდუა მაკლია ნამდვილად. გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ რუსეთმა უფრო მოუმატა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი გუნდი.
g55
03 მარტი 2019 14:53
3

სიახლეები პოპულარული