მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გუგა როგავა

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან (46:6) რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იყო ეპიზოდები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით, თუმცა რაქში რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და სამჯერ აუტში გადაგვიყვანეს. როდესაც შენზე ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ბურთი მოგეცემა, ის აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. კმაყოფილი ვარ, რომ პირველ ტაიმში 22 და მეორეში 24 ქულა გავაკეთეთ, თუმცა ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ.

ბელგიელები ეპიზოდებში დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ხაზს სწრაფად გვიწევდნენ, თუმცა 46:6, კომფორტული სხვაობაა. მიუხედავად
იმისა, რომ მინდორი სპეციფიურია, რამდენიმე კარგი ლელო გავიტანეთ. გიორგი ცუცქირიძე ძალიან კარგი მოთამაშეა და დღეს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ის გუნდის ნაწილია და ჩვენმა ტაქტიკამაც განაპირობა, რომ ის ასეთი აქტიური იყო".

altსაქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას :) მაგრამ, ვისაც ეხება, ახალ ფორმებს რომ დაამზადებთ - მეტი არასდროს არ შეკეროთ ნაკრებისთვის ნაცრისფერი მაისურები!!!
გადასარევი გიორგი
15:45 03-03-2019
3
მოვიგეთ, მაგრამ ცუდია 10 ქულა რომ დავკარგეთ. ხუთი გარდასახვა ვერ გავიტანეთ, ამ კუთხით ეს კატასტროფაა. დიდი ხნის უთამაშებ მათიაშვილს არ უნდა დაერტყა. თუმცა აფრასიძეც ცუდად ურტყამდა.
გუნდი ისევ ძლიერია, ცოტა მეშინოდა სუსტი წინათამაშის შემდეგ, მაგრამ ნემსაძე, ჩილაჩავა და სხვები ნამდვილი ლომები არიან. ისე, კაჭარავა და თოდუა მაკლია ნამდვილად. გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ რუსეთმა უფრო მოუმატა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი გუნდი.
3

სიახლეები პოპულარული