"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

AutoSharing Option
ფოტო: World.rugby
5 მარტს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელმა სერ ბილ ბომონტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და რაგბის მომავლის შესახებ შეხვედრის გამართვა დააანონსა.

"მუდმივი სპეკულაციებისა და სხვადასხვა კომენტარის გამო ვიწვევ პირველი დონის ნაკრებების ხელმძღვანელებს, ასევე, ფიჯისა და იაპონიის წარმომადგენლებს დუბლინში მიმდინარე თვის ბოლოს, რათა განვიხილოთ დაანონსებული ტურნირის ფორმატი.

ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს მიმდინარე და კომპლექსური პროცესია, რომელსაც ბევრი ასპექტი აქვს. მხოლოდ ერთად მუშაობითაა შესაძლებელი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და რაგბის განვითარება", - ამბობს სერ ბილ ბომონტი საგანგებო განცხადებაში.

საქმე დაანონსებულ "მსოფლიო
ლიგას" ეხება, რომლის ფორმატის მიხედვითაც, მასში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს - ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია.

ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნებისთვის დაკეტილი იქნება.

ფორმატის კრიტიკოსები ითხოვენ, რომ აღნიშნულ ტურნირში ფიჯი, ტონგა, სამოა და საქართველო დაუშვან.

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

 

altმილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!


მკითხველის კომენტარები / 27 /
ეს პროექტი თუ გავიდა ჩვენ გუნდს და კიდევ რამდენიმეს საერთოდ მოტივაცია ეკარგება, ეს დამპლები რაგბის კლავენ იმ თორმეტის გარეთ დარცენილ გუნდებში, მოლკედ ამას რაგბის უზურპაცია ქვია
ალეკსანდრე
19:44 05-03-2019
2
ერთი საპროტესტო აქციის მაგვარი მოვაწყოთ დავანახოთ მთელ მსოფლიოს რო ძალიან გვიყვარს რაგბი და ჩვენ დაჩაგვრას არავის ვაპატიებთ, რატომ არის რაგბის კავშირი ჩუმად ხმა ამოიღეთ თორე ისეთი პირი უჩანს გაიტანენ ამ 12გუნდიან ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ლიგის პროექტს!
elsa
16:13 05-03-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული