რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

AutoSharing Option
როგორც იცით, მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას 12-გუნდიანი ჩაკეტილი ტურნირის ჩატარება ჰქონდა განზრახული, სადაც საქართველოსთვის ადგილი არ იქნებოდა. ამან ჩვენშიც და სხვა ქვეყნებშიც პროტესტი გამოიწვია, ფორმატის კრიტიკოსებმა ტურნირზე ფიჯის, ტონგას, სამოასა და საქართველოს დაშვება მოითხოვეს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, შედეგიც გამოიღო.

მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელმა სერ ბილ ბომონტმა განცხადება გაავრცელა და რაგბის მომავლის შესახებ შეხვედრის გამართვა დაანონსა.

ახლა კი ამ პატივცემულმა ორგანიზაციამ აღნიშნული ტურნირის რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით "ბორჯღალოსნებს" 6 ერში მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, შეეძლებათ პლეი-ოფში ბოლოადგილოსანს შეხვდნენ.

პროექტის თანახმად,
ლიგა სამ იარუსად დაიყოფა და აქ ჩვენთვის საინტერესო პირველი და მეორე 12-12-გუნდიანი ჯგუფებია. პირველ ჯგუფში 6 ერის წარმომადგენლები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ფიჯი და იაპონია მოხვდებიან.

მეორე ჯგუფში საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ტონგა, აშშ, სამოა, ურუგვაი, ჰონგ კონგი და ნამიბია წრიული სისტემით იასპარეზებენ და საკმაოდ დატვირთული და საინტერესო შეჯიბრიც გამოვა.

ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, მაგრამ რადგან საჯაროდ გაცხადდა, ეტყობა, დუბლინურ შეხვედრაზე დამტკიცდება კიდეც. მოკლედ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე გამოდის.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ამხელა პროწიალა ტურნირი რაში გვჭირდება? საშინელებაა. მაგას ჯობია ტურნირი ჩატარდეს ერთ ადგილას, მსოფლიო ჩემპიონატივით. და არავითარ შემთხვევაში ნამიბია, ჰონგ კონგი და კიდევ პორტუგალია.
sdfffff
04:41 13-03-2019
0
ანუ პირევლი ჯგუფი არის ექვს გუნდიანი, იგივე ექვსი ერი.... მეორე და მესამე ჯგუფები არის 12-12 გუნდიანები.... მეორედან პირველ ჯგუფში და მესამედან მეორეში გადასვლისას იქნება პლეიოფები... ჩვენ ვიქნებით მეორე 12 გუნდიანში...
fifa
14:47 07-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული