მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრების თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანიის 52:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

"როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთმა რუმინეთთან წააგო და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის დაბევების შანსი გაგვიჩნდა, ამაზე ფიქრი დავიწყეთ და საბოლოოდ ასეც მოხდა.

კარგი თამაში მოვიგეთ, მაგრამ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბურთის ფლობა და ტერიტორია ორივე ტაიმში 50-50% გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტებში ყველაფერს კარგად ვერ ვაკეთებდით, თუმცა იყო შესანიშნავი მომენტები და ლამაზი ლელოებიც გავიტანეთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ბუნებრივი მომენტია და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ტურნირი აშკარად აღარ არის ჩვენთვის. 6 ერი ჯერჯერობით შორსაა და ის უგვანო ახალი ფორმატი, ხომ საერთოდ. მთავარი მომავალი მსოფლიო და მისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც ხარისხიანად უნდა გავიაროთ. დღეს მართლა სასიამოვნო თამაში ვნახეთ, მაგრამ მეტოქეც სუსტი გვყავდა
:))))
23:18 10-03-2019
0

სიახლეები პოპულარული