რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლი ჯონსმა ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა, რუსები კი მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ და ამისათვის გამარჯვება სჭირდებათ.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლი ჯონსმა რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებთან და საქართველო XV-თან ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელა.

პირველი ნაკრებების შეხვედრა კრასნოდარში 17 მარტს "ყუბანის" სტადიონზე თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სასტარტო შემადგენლობა: ვალერი მოროზოვი, სტანისლავ სელსკი, ინოკენტი ზიკოვი, ანდრეი ოსტრიკოვი, ანდრეი გორბუზოვი, ანტონ სიჩევი, ტაგირ გაჯიევი, ვიტალი ჟივატოვი, ალეკსეი შერბანი, იური კუშნარიოვი, მიხაილ ბაბაევი, დმიტრი გერასიმოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, გერმან დავიდოვი, ვასილი
არტემევი (კ).

სათადარიგოები: ევგენი მატვეევი, სერგეი სეკისოვი, აზამატ ბიტიევი, ბოგდან ფედოტკო, რომან ხოდინი, დმიტრი პეროვი, რამილ გაისინი, ვიკტორ კონონოვი.

რაც შეეხება რუსეთის A ნაკრებისა და საქართველო XV-ის თამაშს, 16 მარტს "ტრუდის" სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სასტარტო შემადგენლბა: ალეკსეი სკიბიოლა, სერგეი ჩერნიშევი, კირილ გოტოვცევი, ალეკსანდრ ილინი, ევგენი ელგინი, მიხაილ სიდოროვი, პატრის პეკი, ვიკტორ გრესევი (კ), ტიმურ ისმაილოვი, სერგეი იანიუშკინი, დანილ პოტიხანოვი, კირილ გოლოსნიცკი, იგორ გალინოვსკი, ვლადიმირ სოზონოვი, ნიკიტა ჩურაშოვი.

სათადარიგოები: ევგენი მიშეჩკინი, ლეონიდ კალინინი, ანდრეი იგრეცოვი, ალეკსეი პანასენკო, ნიკიტა ბეკოვი, სერგეი ტრიშინი, კონსტანტინ უზუნოვი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული