ქართველებმა არასწორად გამიგეთ - რუსეთის რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე საქართველოზე ნათქვამს განმარტავს

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ რუსეთის რაგბის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტის კითხვაზე: "რა უნდა გააკეთოს რუსულმა რაგბიმ, რათა თავდაპირველად გაუტოლდეს, მაგალითად, საქართველოს?", - უპასუხა:

"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას. ჩვენთვის სასაცილოა საქართველოსთან შედარება. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა? შესაძლოა იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა ბევრად ადრე დაიწყეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მუშაობა. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ".

თუმცა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოროზოვმა თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს,
რომ რაგბიში კონკურენტები არ არსებობენ, არიან მხოლოდ მეგობრები და... "არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს", - სწორედ ეს ვიგულისხმეო!

დიმიტრი მოროზოვი: - საქართველოსთან დაკავშირებული კითხვა ჟურნალისტის პროვოცირებული იყო. თქვენი კოლეგები სვამენ კითხვას, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ თუ რეალურად გვსურს რაგბის განვითარება, უნდა ვეცადოთ, თავი მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შევადაროთ. ამიტომაც ვთქვი: თქვენ შეიძლება ცდილობდეთ შევედაროთ საქართველოს, ანდა, პირობითად, ყაზახეთს ან ესპანეთს, მაგრამ ჩემი მიზანია, ვესწრაფოდე ისეთ გრანდებთან გათანაბრებას, როგორებიც არიან ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა! თქვენც ხომ ცდილობთ იყოთ საუკეთესონი, თავადაც ხომ გინდათ ამ სახეობის ლიდერებთან გათანაბრება? ამიტომაც ლაპარაკია არა საქართველოზე, გერმანიაზე ან ესპანეთზე, არამედ იმაზე, რომ უძლიერეს ნაკრებებზე ავიღოთ სწორება. ამას ვგულისხმობდი, როცა საქართველოზე ვილაპარაკე.

- გასაგებია. თუმცა ლოგიკურია, ჯერ შენ წინ მყოფს გაუსწრო და შემდეგ იფიქრო საუკეთესოებთან გათანაბრებაზე...
- ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც რაგბის თამაშობს. ზოგმა ადრე დაიწყო, ზოგმა შედარებით გვიან. ეს სპორტია და უძლიერესი იმარჯვებს, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვისწრაფვით საუკეთესოებისკენ, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში არიან!

- ალბათ, რუსეთშიც ბევრი გააკვირვა თქვენმა სიტყვებმა, თითქოს სასაცილო იყოს შედარება ქვეყანასთან, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთხელ - 26 წლის წინ გაქვთ მოგებული!
- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მეტი უნდა ივარჯიშონ! წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი ძიუდოში და ყველამ ვიცოდით, რომ გორში მთელი საბჭოეთის მასშტაბით საუკეთესო საჭიდაო სკოლა იყო, რომ საქართველოდან ყოველთვის უძლიერესი ფალავნები ჩამოდიოდნენ. ვიცოდით და მერე რა? ის, რომ თუ გამარჯვება გინდა, მეტი ივარჯიშე! ასე რომ, ეს სტატისტიკა სტიმული უნდა იყოს ჩვენი მორაგბეებისთვის - მეგობრებო, მეტი ივარჯიშეთ და უკეთ მოემზადეთ, რათა ტოლ-სწორად ეთამაშოთ არა საქართველოს, არამედ პლანეტის უძლიერეს გუნდებს, ხოლო საქართველო მოიგებს თუ რუსეთი, ამას თამაში გამოაჩენს.


alt "ბორჯღალოსნებისა" და რუსების ჩხუბები, ჯახების ისტორია და სტატისტიკა [VIDEO]

altrugger.info. რუსეთი - საქართველო. მილტონ ჰეიგის დევიზი: ყველანი თამაშობენ, ჩვენ ვვარჯიშობთ!

altსაქმე სახუმაროდ არ გვაქვს - რას წერს რუსეთის რაგბის ფედერაცია "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

altეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩვენი ხსენება ესპანეთის და გერმანიის გვერდით, თითქოს მისი დონის ვიყოთ უბრალოდ სასაცილოა. გერმანია, ესპანეთი, ბელგია, რუსეთი ეს თვენ ხართ მანდ რუსებო. ჩვენ ვართ სამოას, ფიჯის, ტონგას, იაპონიის და იტალიის გვერდით და ჩვენ გვინდა ბობოლებს გავუთანაბრდეთ, თქვენ კი ჯერ ის მაინც მოახერხეთ, რომ ჩვენის დონის გუნდებს მოუგოთ, ამის მერე იფიქრეთ ზელანდიაზე...)) სადღაც ორღობეში ხართ ჯერ კიდევ, ორღობეში და კოსმოსზე ოცნება თქვენთვის კიდევ 20 წელი ნაადრევია!)
ლევანი
15:59 15-03-2019
0
რუსეთი ოკუპანტია
giorgi
19:57 15-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული