მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.
31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.
მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.
50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.
58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9 წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.
ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.
ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.