რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9
წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.


მკითხველის კომენტარები / 48 /
ვითომ პროფესორებო დაოკდით !!! მაგარი ბიჭები გვყავს და უბრალოდ ბრავო. წვიმაში ცოტა გაჭირდა რეალური ძალის ჩვენება. მიღწეული შედეგი საამაყოა. რაც შეეხება ცვენი რაგბის მომავალს, 6 ერში უნდა მიგვიღონ აუცილებლად, სხვა გზა არ არი
neo
18 მარტი 2019 09:54
7
სხვა გზა არის და 6 ერში უნდა მიგვიღონო ძალიან ხმამაღალი ხომ არ არის? 6 ერსა და რაგბი ევროპას შორის შუალედი არ იძებნება? ინგლისი-შოტლანდია ნახეთ? არის იქ ჩვენი ადგილი? რომ დაგიჩემებიათ განვითარებისთვის 6 ერი გვჭირდებაო, საერთოდ ბურთს არ დაგვაკავებინებენ და ისევ დაცვას თუ განვავითარებთ მათთან თამაშით. სწრაფი შეტევითი რაგბი შენი დონის ქვეყნებთან უნდა განავითარო.
???
18 მარტი 2019 21:29
1
მაგარი ბიჭები რომ გვყავს,იმიტომ მოვითხოვთ მეტს,თორემ ვისაც არ შეუძლია,იმას რა უნდა მოსთხოვო.თანაც კრიტიკა მოგებული მატჩის შემდეგ სჯობია.წაგებულზე თავისი სიმწარეც ეყოფათ.იაპონია კი ზღვისპირა ქვეყანაა და წვიმებიც ხშირია. ასე რომ გვინდა თუ არა,უნდა შევძლოთ ხელით უკეთესად თამაში.ექვს ერზე უკეთესი რა იქნება,მაგრამ ხომ ვნახეთ, რას ბოდიალობენ რაგბის მამები?არ აწყობთ ჩვენი მიღება და ძალით, ვერ შეუვარდები.
სოსო
18 მარტი 2019 11:26
0
სწორი შენიშვნებია მხოლოდ გეთანხმები. ზუსტად ეგრეა ბურთის გამოტანისას შეტკინებიდან ჩვენი 9 ნომ ზედ რომ უნდა ეჯდეს მოწინააღმდეგის 9 ნომს, პირიქით წრეს ურტყავს. ამ თედოს პოტენციალი აქვს მაგრამ თამაშის დალაგება უჭირს ამიტომ გვიწევს ორი 10 ნომ თამაშით ხან მალაღურაძე ხანაც ხმალაძე კარნახობენ თამაშს. რაც შეეხება ტრენერს უკვე 7 წელზე მეტია რაც სათავეში დგას მაგრამ რაიმე ნიუ-ჰაუ ვერ იგრძნობა საერთოდ, არც ხელით თამაში. ფაქტია ცოტა გაგვიჯიუტდნენ რუსები და უკვე ხელით წამოღება გაჭირდა, ისევ შადრეს ჩილაჩავას და მორკინლების იმედად ვაართ რომლებიც თავიანთ ზე ბუნებრივ ძალას ევროპულ გამოცდილებას უმატებენ რის ხარჯზეც მელიტონას წარმატების ფორმულა ბევრმა ვერ ამოხსნა და ჯერ კიდო ტაშს უკრავენ. მაგალითისთვის გუშინდელი ინგლისი-შოტლანდია აიღეთ და უყურეთ. როგორ უნდა ითამაშოს 9 ნომერმა ლეიდლომ 10 ფინ რასელმა თითქმის კინაღამ მოუგო ვითომ 100000% პროცენტიან ფავორიტს. მოკლედ ანალიზია კეთება არ არის საკმარისი ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ ხოლმე;) წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ასევე რაგბის ყველა გულშემატკივარს
Docki13
17 მარტი 2019 23:21
4
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას და დაცვაში კარგ თამაშს.ხელით თამაშში ვარჯიში კი არ გამოგვივიდა.მართალია წვიმდა,მაგრამ გაზონი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და ხელით თამაშში ამდენი დაკარგვა,ვერაფრით გამართლდება.6 ერის თამაშებიდან ბევრი ჩატარდა მსგავს ამინდში და ტექნიკური წუნი,შეუდარებლად მცირე ჰქონდათ.9 ნომრის მიერ თამაშის შენელებაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ,მაგრამ ვასკას,სხვანაირად,ეტყობა აღარ შეუძლია და ფეხით თამაშშიც რაღაც ვეღარ ვართ ისეთი ზუსტები,როგორც თუნდაც ორი წლის წინ,აუტში გადატანაშიც,კარში დარტყმებშიც და ტაქტიკურ დარტყმებშიც, საკმაოდ გახშირდა უზუსტობები.ეს გათამაშებაც დასრულდა და ახლა დაიწყება უშუალოდ მსოფლიოს თასისათვის მზადება.იმედია იქ, ჩვენი ნაკრები, შეუდარებლად უკეთ იქნება მომზადებული თორემ ამ თამაშით,თუნდაც ორი თამაშის მოგება ჯგუფში,წარმოუდგენლად რთული მეჩვენება.ვფიქრობ დაყოვნება აღრ შეიძლება და უკვე მომდევნო სეზონში,კონტინენტის ფარზე,ჩვენმა ორივე გუნდმა აუცილებლად უნდა ითამაშოს,ამისათვის აუცილებლად უნდა გამოინახოს სახსრები და ფრანჩიზული კლუბის შექმნა,უკვე დაგვიანებულიც კი მეჩვენება.მაშინ ჩვენს ნაკრებს, გამოცდილებისა და შეთამაშების პრობლემა,საგრძნობლად მოეხსნება.
სოსო
17 მარტი 2019 22:19
2
ორი თამაშის ვის მოვუგოთ? ამ თამაშით ფიჯს ვუზავთ რამეს თუ ექვსი ერის გამარჯვებულ უელს თუ ავსტრალიას
Docki13
17 მარტი 2019 23:14
2
დიდი მადლობა ბიჭებო, გილოცავთ გამარჯვებას. მე პირადად რუსებთან მხოლოდ გამარჯვება მინდა, ესაა პირველი და უმთავრესი თხოვნა. თხოვნა შესრულებულია! ასე გააგრძელეთ რუსების რბევა. ამაზე მტკივნეულს თქვენ ვერაფერ გაუკეთებთ რუსებს. თქვენს მოვალეობას სამშობლოს წინაშე პირნათლად ასრულებთ. მათან როგორ ითამაშებთ ეს უკვე რუსებთან თამაში პირადათ ჩემთვის მეორ ხარისხოვანია. დიდი მადლობა კიდევ და გილოცავთ.
Geo_Dinamo
17 მარტი 2019 21:47
1
ვისაც საპირისპირო შედეგი ეგონა ან უნდოდა,მოსკოვიდან გამოექანონ!!!.......რივოკით!!!!
!
17 მარტი 2019 21:44
1
ვაჯობეთ და მერამდენად ვამარცხებთ რუსეთს ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია!! კი გვინდა რომ ნაკლები შეცდომები დავუშვათ და ხელით თამაშში მოვუმატოთ, ესეც დროთა განმავლობაში მოვა და მერე ჩვენ რუსეთის კი არა გრანდებსაც კი გავამწარებთ!!
zaza
17 მარტი 2019 21:29
0
მოროზოვ გამაიღე!!! მომავალ წელს აქ რომ ჩამოხვალთ მეორედ მოსვლას მოგიწყობთ.
WTF
17 მარტი 2019 20:59
8
ვულოცავთ ჩვენს ლომებს გამარჯვებას! ჩვენი რაგბისტები ჩავუყენოთ ოკუპანტებს საოკუპაციო ხაზთან და ვანახვებთ რუსებს, როგორ უნდა ხაზების გადმოწევა. ისეთ შერკინებას გაუკეთებენ ლომები, რომ შეიძლება სამუდამოდ მოკურცხლონ ვასიებმა.
ქართველი1
17 მარტი 2019 20:49
14
იმ ხალხს მივმართავ ბიჭების თამაშით რო უკმაყოფილოები რომ დარცნენ.. ბიჭების ჰიმნის შესრულება როგორ მოგეწონატთ,? მაისურები როგორ მოგეწონათ? მოედნის არცერთ მომენტში, რომ უკან არ დაუხევით ეგ როგორ მოგეწონათ? 25 წელია სახით რომ ვათრევთ რუსებს ეგ როგორ მოგწონთ!?
Chaachi
17 მარტი 2019 20:18
3
მოგება მეც მახარებს, თამაშს უკეთესს ვისურვებდი, შედეგსაც, თუ სურვილია სურვილი იყოს...
17 მარტი 2019 22:39
3
რაც მომეწონა ჩამოვთვალე.. ჩემთვის ყველა თამაში მოსაწონია, სადაც შედეგი დადებითია!
Chaachi
17 მარტი 2019 22:06
3
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ ბორჯღალოსნების სასიამოვნო ტრადიცია გრძელდებდება საინტერესო ერთი და იგივე ნაკრებთან ზედიზედ მოგებული თამაშის რეკორდი რამდენია. რუსებს უკვე იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი აქვთ მე მგონი რუსეთის მთელი ნავთობის და გაზის შემოსავალი არ ეყოფა მათ მკურნალობას. ასე გაგრძელეთ!!!
912
17 მარტი 2019 19:48
2
უნდა ჰქონდეთ კიდეც. ამინდი რომ ყოფილიყო, ბევრად დიდი ანგარიშით მორჩებოდა.ეხლა მთავარი მსოფლიოსთვის მოსამზადებელი პერიოდის, მაგრამ იქაც ამათგან ტესტია გამოჩხერილი.
:))))
17 მარტი 2019 20:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული