რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9
წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.


მკითხველის კომენტარები / 48 /
არაფერია საეიფორიო. რუსეთი და რაგბი ესეა როგორც ბრაზილია და ჰოკეი. აი ფეხბურთში კალათბურთში ან სხვა სახეობაში თუ დავამარცხებთ ეგ კი იქნება საამაყო
მაგრამ არა მგონია რაღაც
დათო
17 მარტი 2019 18:16
47
“არაფერია საეიფორიო“ კი არა გაგანადგურებთო რო ბლატაობდნენ და ისევ რომ გავხიეთ ნუ გამოგაქვს ეხლა მაგათ რაც შEეუდეთ ნუ წმინდავ ერთ ადგილს !!! კი არა ყველაზე კაცური თამაშია ყველაზე “ტანკების” თამაშია სამხედრო თამაშია და მაგაში რომ გვყავს გაგდებული ეგაა ვასიის ყველაზე მაგარი გაგდება წიხლქვეშ
GGGRRRR
18 მარტი 2019 01:03
1
შეურაწყოფა მიაყენეს ქართული რაგბის ფედერაციას ქართველ ხალხს მიაფუჩეჩეს ევროპის ჩემპოინი სდაჯილდოვება გამოვიდა ვიღაც კრასნოდარის სპორტული ჩინოვნიკი ჩამოკიდა სწრაფად მედლები არც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არც ევრო რაგბის წარმომადგენლები კაი ტრიბუნები ცარიელი მაგრამ თუ კი დაგევალათ ევროპი ჩემპიონის დაჯილდოვება ჩაატარეთ მაინც ადამიანურად არა სწრაფსწრაფად მიფუჩეჩებით პროტესტია საჭირო რუსეთი სსახელმწიFოს ამგვარ უპატივცემლო ქმედებისთვის სხვა ქბეყნის მიმართ ევროპისჩემპიონების მიმართ ევროპის რაგბიმ უნდა მიიღოს ზომები რომ ადამიანურად მაინც დახვდენ სტუმრებს არაკაცები ზოგიერთნი......სახელმწიფოს დონეზე უპასუხისმგებლობაა ამგვარი ცერემონია დაჯილდოვების....
Chicago USA
17 მარტი 2019 18:15
2
რუსებისაგან ვინ რას ელის მეგობარო ...შუა საუკუნეების მენტალიტეტის ხალხია 21- ე საუკუნეში- ც (!) - ასე რამ არ იყოს - არსებული ტერ- ბის და რესურსების პატრონებმა - ომები უნდა აწარმოოს ?! მით უმეტეს ორ მეზობელ მმართლმადიდებელ ერთან ?! თუ სამართლებრივი სახელმწიფო შექმნან, მით ეკონომიკას მიხედოს და ყველა მეზობელთან თანაბარი - ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულება - განწყობა ქონდეთ ?! , მით ...
გლახუნა
17 მარტი 2019 21:02
1
რუსებისაგან ვინ რას ელის მეგობარო ...შუა საუკუნეების მენტალიტეტის ხალხია 21- ე საუკუნეში- ც (!) - ასე რამ არ იყოს - არსებული ტერ- ბის და რესურსების პატრონებმა - ომები უნდა აწარმოოს ?! მით უმეტეს ორ მეზობელ მმართლმადიდებელ ერთან ?! თუ სამართლებრივი სახელმწიფო შექმნან, მით ეკონომიკას მიხედოს და ყველა მეზობელთან თანაბარი - ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულება - განწყობა ქონდეთ ?! , მით ...
გლახუნა
17 მარტი 2019 21:00
1
აი ეგრეეე !!! იცოდენ რუსებმა ვინაა აქ ძლიერი მოკეტონ და დაეტიონ თავიანათ ადგილზე. ბიჭებს კი ვულოცავ და წარმატებები მომავალში..

რაგბიჩვენითამაშია
nikusha
17 მარტი 2019 18:14
2
თავისუფლებაააას დიიდებააააა!!!!!
ირაკლიუსი
17 მარტი 2019 18:08
3
რუსეთთან გამარჯვებათა სერია გრძელდება!!! გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას!!! იმედია, ეს სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
tngh
17 მარტი 2019 18:08
1
ვულოცავ ბიჭებს!!!

კიდევ ერთხელ დავამარცხეთ ღორძაღლები!
ლაშა
17 მარტი 2019 18:00
11
ნუ იქცევი ბანძურად, "გმირო". ადმინს ვთხოვ გააკონტროლოს ასეთი, რაგბისათვის არასაკადრისი კომენტარები.
ლევანი
17 მარტი 2019 21:16
5
ჟვამია უსუსტესია (( რამხელა სხვაობაა ჯანში მასა და გიგაშვილში შორს ან გნებავთ მამუკაშვილს შორის თავად გააკეთედ დასკვნა როგორც კი შემოდის ჟვანია ძვრას ვერ ვუკეთებთ მეტოქეთა შერკინებას (( უკვე მერამდენე შეხვედრაა
ქართველი
17 მარტი 2019 17:59
37
ჟვანია ორ ნომერზე შემოვიდა :)
ჯონდი
18 მარტი 2019 08:59
0
მეგობარო - ჟვანია სუსტი ა რ არის, გასაგებია არც ისეთი მძლავრი როგორიც ის ბიჭები, ვინც ჩამოთვალე, მაგრამ ასეთი მორკინალი ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა ნაკრებში(!)
გლახუნა
17 მარტი 2019 21:06
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული