მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში რუსეთის მორაგბეთა ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (22:6) "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მედიასთან მატჩის მიმდინარეობა და განვლილი ტურნირი შეაფასა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთში ჩავდივართ, იქნება ეს სოჭი თუ კრასნოდარი, რთული თამაშები გვაქვს. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი მატჩი არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ვალდებულები ვართ, მოვიგოთ. ასე რომ, რუსეთთან გამარჯვების მიღწევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ძალიან ცუდ ამინდში ვითამაშეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლინ ჯონსის ხელში რუსეთის ნაკრები იმაზე უკეთ
ათამაშდა, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ იყო.

რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ, იმიტომ, რომ ვნერვიულობდით, გვესმოდა რა მატჩის მნიშვნელობა. შესვენებაზე ბიჭები დავამშვიდე. ანგარიშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მომზადებულია rugby.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული