რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
ქართველ და რუს მორაგბეებს შორის გაწევ-გამოწევა შეხვედრის დასაწყისში დაფიქსირდა, რომელიც მალევე ჩაწყნარდა.
ხოლო მეორე ინციდენტი პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა, როცა საქმე ლამის ჩხუბამდე მივიდა, თუმცა სიტუაცია აქაც მალევე განიმუხტა.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები ანგარიშით 22:3 დაამარცხა.