
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
18 მარტს მსოფლიო რაგბიმ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც "ბორჯღალოსნები" კვლავ მე-12 პოზიციას იკავებენ.
17 მარტს საქართველომ სტუმრად რუსეთს სძლია და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამისთვის ჩვენს გუნდს 0.47 ქულა დაემატა და მე-11-ადგილოსან იაპონიას 0.82 ქულით ჩამორჩება.
პირველი კვლავ ახალი ზელანდიაა, მეორე პოზიციაზე დაწინაურდა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მომავალი მეტოქე უელსი, ირლანდია კი მესამეა.

ჩვენი სხვა მეტოქეების პოზიციები კი შემდეგნაირია: ავსტრალია (6), ფიჯი (9), ურუგვაი (16).