იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან ტესტ-მატჩს გამართავს - ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშემ, ანტონ ხალიზოვმა RIA-Sport-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მატჩი თბილისში 27 აგვისტოს გაიმართება.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.
ამას დაუმატეთ შოტლანდიასთან სპარინგი.
ვფიქრობ კარგია ეს შეხვედრა.
ჩემი აზრი ასეთია.