"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასამდე თბილისში რუსეთს შეერკინებიან

AutoSharing Option
იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან ტესტ-მატჩს გამართავს - ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშემ, ანტონ ხალიზოვმა RIA-Sport-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მატჩი თბილისში 27 აგვისტოს გაიმართება.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხან ვამბობთ რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშებისთვის გადავიზარდეთ და 6 ერში შესვლა გვინდა განვითარებისთვისო, თან წელიწადში 2=3 ჯერ რუსეთს ვავარჯიშებთ.დაფიქრდით ვიმე,რას შეგვმატებს ჩვენ ეს თამაში.მე მგონი არაფერს. *არა და ევროპის პირველობაზე რუსეთზე გაცილებით ძლიერ ესპანეთთან ან რუმინეთთან მაინც დაგვეგეგმა თამაშები თუ სხვა გამოსავალი არ იყო. საქართველოს რაგბის ფედერაცია უნდა შეეშვას რუსული რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და ქართულ რაგბს მიხედოს. ისიც გაიხსენეთ როგორ დაუმსახურებლად(მე-4 ადგილი ევროპირველობაზე) მოხვდა რუსეთი მსოფლიო თასზე.
mamulo
17:33 24-04-2019
8
რატო უნდა დაგეგმო ამხანაგური რუსეთთან რაგბშI ფუი @@@
real lol
14:01 24-04-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული