იაპონურმა სარაგბო კლუბმა მილტონ ჰეიგის შესახებ ცნობა გაავრცელა

AutoSharing Option
იაპონურმა კლუბმა "სანტორი სანგოლიათმა" საკუთარ ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მათი გუნდის მწვრთნელი გახდება.

"სანტორი სანგოლიათი" იაპონიის ტოპ-ლიგაში ასპარეზობს და ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ტოპ-ლიგის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, უკანასკნელად პირველი ადგილი წინა სეზონში დაიკავა.

მილტონ ჰეიგი კი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2011 წლიდან არის. ჯერ ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც თავად ჰეიგს და არც საქართველოს რაგბის კავშირს არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასის
შემდეგ დატოვებს და იაპონურ კლუბს ჩაუდგება სათავეში.

altმილტონ ჰეიგი მსოფლიოს თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დატოვებს?

მკითხველის კომენტარები / 9 /
მადლობა კლოდ სორელს! მადლობა მილტონ ჰეიგს! წინასწარ მადლობას ვუხდით ყველა იმ მწრვთნელს ვინც ამ გმირი კაცების მსგავსად შეიყვარებს ქართველ ხალხს და გულით გაუძღვება საქართველოს ეროვნულ სარაგბო ნაკრებს მომავალი წარმატებების მისაღწევად!
გიოშა
13:25 15-06-2019
0
წარმატებები ბატონო ჰეიგ და ნუ დაგვივიწყებ,ხანხახან ჩამოდი ხოლმე...
status quo
12:26 15-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული