საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასისთვის ორი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ორი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება - ინგლისელი ჯო ვურზლი და ახალზელანდიელი ფილ ჰილი.

ჯო ვურზლი
42 წლის ვურზლი 1977 წელს ლონდონში დაიბადა და სასკოლო რაგბის შემდეგ, 16 წლისა "უოსპს" შეუერთდა. 1995 წელს ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც ამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ვურზლი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაში თამაშისას იყო, მესამე ხაზში სამივე პოზიციას ფარავდა და ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებთან ჰქონდა, მომავალ წელს კი,
ექვს ერზე შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

ჯო ნაკრებს გაუშინაურდა და ინგლისთან ერთად 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან 2007 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა, 2011 წელს კი კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯერ ნაკრებს დააკლდა, ნოემბერში კი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მანამდე, 2009 წელს, მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა.

სულ 1999-2011 წლებში ვურზლიმ ინგლისის ნაკრების კვართით 78 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა. საკლუბო დონეზე ის "უოსპსის" ერთგული დარჩა და 275 შეხვედრაში გუნდს 195 ქულა შესძინა.

სპორტსმენის კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და გასულ სეზონში ტოპ 14-ის "ბორდოს" დაცვის მწვრთნელი იყო. ბორჯღალოსნებში ის ასევე დაცვის მწვრთნელად, ლევან მაისაშვილთან ერთად იმუშავებს. მისი მიზანი რაქებში და მიწაზე ჩვენი თამაშის გაუმჯობესება იქნება.

ფილ ჰილი
ზელანდიელი ფილ ჰილი ფიზ.მომზადების სპეციალისტია და ამ სფეროში 16-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2003 წელს "მანუკაუში" დაიწყო და იქ 2008 წლამდე იმუშავა, მერე კი ზე-რაგბის "ჩიფსს" შეუერთდა და იქ 2017 წლამდე დარჩა. 2012 და 2013 წლებში ფილი გუნდთან ერთად ზე-რაგბის ჩემპიონი გახდა.

2017-2018 წლების სეზონში ჰილი ევროპაში გადაბარგდა და შოტლანდიური "გლაზგო უორიორსის" ფიზ.მომზადების მწვრთნელი იყო, თუმცა სამშობლოსგან შორს ყოფნას შინ დაბრუნება არჩია და „მეომრები“ 2018 წლის 23 ოქტომბერს დატოვა. შინ დაბრუნების შემდეგ ჰილი ზელანდიური "ბლუსის" ფიზ.მომხადების მწვრთნელად დაინიშნა, ცოტა ხანში კი საქართველოში ჩამოვა და მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნებს მოამზადებს.

მომზდებულია rugby.ge-ს მიხედვით

alt"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

altმილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა

altგოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

altზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასლებს რომ აკეთებთ რაგბი.ჯი დან ცოტა თქვენითაც იმუშავეთ !
ტრასფერები,ინტერვიუები ცოტა გამოცოცხლდით რაგბის ჟურნალისტები სულ შეიძლება რაგბი.ჯი დან ასლების კოპირება
Joni
01:06 30-06-2019
0

სიახლეები პოპულარული