ქართველი მორაგბე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე იუბილარია. დღეს, 14 ივლისს გორგოძეს 35 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.
საკლუბო დონეზე 2005-2014 წლებში ფრანგული "მონპელიეს" წევრი იყო. აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში ტოპ 14-ში 168 შეხვედრა ჩაატარა და 27 ლელო დადო. 2014 წლიდან კი, ასევე ფრანგული "ტულონის" წევრია, სადაც 72 შეხვედრის გამართვა და 8 ლელოს დადება მოასწრო.
sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს მამუკა გორგოძეს დაბადების დღეს და კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
Happy Birthday Buddy.