მამუკა გორგოძე: ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის... [VIDEO]

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ლეგენდარული კაპიტანი და ყველა დროის მელელოვე, მამუკა გორგოძე ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვებას იხსენებს.


"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ მსოფლიო თასებიდან არის, ალბათ როცა ტონგას მოვუგეთ. ტონგასთან რომ მოვიგებდით მარტო ჩვენ გვჯეროდა და მაგ თავდაჯერებულობით გავიმარჯვეთ. არავის არ სჯეროდა, რომ ტონგას დამარცხებას შევძლებდით.


თვითდაჯერებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის და საერთოდ ადამიანისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს სჯეროდა, ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს სჯეროდა და გავიმარჯვეთ კიდეც", - აღნიშნა გორგოძემ.



საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017
წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გმირია თორნიკე(იოანე) ერისთავი. წავიდა მაშინ როცა ქვეყანას, სახელმწიფოს ღირსეული მთავარსარდალი გამოუჩნდა მის შემცვლელად. ბოლომდე ერთგული დარჩე თავგაწირვის(გმირობის) ტოლფასია. გმირია ლევან ცაბაძე(ლეონსიო), რომელიც რამის მოედნიდან გაასვენეს. გულივერა იგივე გორგოძილა იგივე მამუკა გმირი არ რის,როგორიც ზოგიერთს(გუი თუ .უი, ირაკლი, გ.ი. სოსო) სურს რომ გამოიყვანოს.
ozeki
09:05 07-08-2019
0
წააკითხეთ მამუკას. მლიქვნელობის გარეშე ვთვლი რომ ერთერთი წარმატებული სპორტსმენი ხარ დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ეხლა რაც შეეხებაშენი გადაწყვეტილების რბილად რომ ვთქვათ შეცდომას ის არგუმენტები რა არგუმენტებითაც ამართლებ შენ გადაწყვეტილებას მაშინ იქნებოდა მისაღები რომ ჩვენი ნაკრები რეგულარულად ხვდებოდეს ათეულის ქვეყნებს მონაწილეობდეს ბევრ ტესტ მატჩებში სხვადასხვა დონეზე გამართული ფედერაციით ხოლო ეხლა რომ იტყვიან როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ხელს გვიშლიან ნებსით თუ უნებლიეთი ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ რომ ნაკრებმა და ქვეყანამ ღირსეულად წარმოაჩინოს თავი რის გაკეთებაშიც შეგიძლია შეიტანო შენი წვლილი ახალგაზრდები ბევრჯერ წამოვა ხოლო ეხლა როცა მამუკა გორგოძე მისაბაძია ბევრი მორაგბისათვის დარწმუნებული ვარ შენს გვერდით დგომის დროს ათჯერ მეტად დაიხარჯებიან ვიდრე შენს გარეშე ამიტომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ნაკრებს სადააქ ქვეყანას იმის ფუფუნება მამუკა გორგოძის ნაირი პროფესიონალი გამოაკლდეს უმთავრეს ბრძოლას ეს იგივეა დავით აღმაშენებელს ყველა ბრძოლაში ახლდე და დიდგორზე სახლში დარჩენილიყო.
კახა
07:21 05-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული