World Rugby-მ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: georgianjournal.ge

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოსა და საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ სპეციალური ფილმი გადაიღო და რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

ფილმში მოცემულია ძირითადი ეპიზოდები ქართული რაგბის ისტორიიდან. ასევე ნაჩვენებია ქართული ლელო-ბურთის გათამაშება გურიის რეგიონში და ინტერვიუები ქართველ მორაგბეებთან.

მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩები ელის. "ბორჯღალოსნები" ორ შეხვედრას ჩაატარებს საქართველოში.

საქართველოს რაგბის გუნდი 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ისევ შოტლანდიელებთან გამართავენ, ოღონდ
ამჯერად - შოტლანდიაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ გამარჯვებით გევლოთ ლომებო! მშვენიერი ფილმია...რატომაა რომ როცა ჩვენი რაგბის შესახებ ვკითხულობ მბურძგლავს ხოლმე?!(ცხონებული ბურძგლა მომაგონდა:)
emigranti
01:20 13-08-2019
0
თარგმანიც რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა
givi
10:17 13-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული