საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის მოსამზადებელი პირველი, თურქული ეტაპი დაასრულა და თბილისში დაბრუნდა.
10-დღიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" "შევარდენზე" გააგრძელებს მომზადებას.
შეგახსენებთ, იაპონიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუთერნ კინგს", ხოლო 31 აგვისტოს შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" შეხვდება.