მილტონ ჰეიგი შოტლანდიელებს: ჩამოდით, საქართველოს მსგავსი ლამაზი ქვეყანა ნანახი არ გექნებათ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "საუზერნ კინგსისა" და შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელებთან თამაშზე გაამახვილა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს შეხვედრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სახლში გამართული ბოლო მატჩები იქნება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და იმედი გვაქვს, რომ "დინამო არენა" სავსე იქნება. ყველამ იცის, თუ როგორ გვეხმარება ეს ჩვენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შოტლანდიასთან შეხვედრაა, რადგან ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა თიერ 1-ის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის.

ეს
შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მწვრთნელების ან მორაგბეებისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს მატჩი დაანახებს ყველას, რომ საქართველოს შეუძლია დიდი ნაკრებების მასპინძლობა. ჩემთვის ეს არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ქვეყნის განაცხადი იქნება, რომ ის დიდი გუნდების მისაღებად მზად არის.

ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჩემთვისაც გამოწვევაა. თუ ამ ყველაფერს თავს კარგად გავართმევთ, დარწმუნებული ვარ, შოტლანდიელები დაბრუნდებიან სახლში, ეტყვიან 6 ერსა და მათ პარტნიორებს, თუ რამდენად კარგად უმასპინძლეს ქართველებმა, რამდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რამდენად კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე და როგორ გულშემატკივრობდა 60 000 ადამიანი.

როცა 6 ერის სხვა პარტნიორები ამ ინფორმაციას მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, ისინიც იტყვიან - "ჩვენც ჩავალთ საქართველოში სათამაშოდ". ჩემთვის ეს მინიმალური შედეგი იქნება, რადგან აქ მხოლოდ რაგბი არაა საქმეში, აქ ქვეყანა მასპინძლობს დიდ ნაკრებს. ისინი თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ჩამოიყვანენ და მხოლოდ რაგბით მათ ვერ დავხვდებით.

ამ ღონისძიებაში რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიის გამყიდველები, მთელი ქვეყანა იქნება ჩართული და ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის.

ამიტომ არა მხოლოდ მორაგბეები, არამედ მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა შოტლანდია საქართველოში.

ეს გამოცდილება სრულად ახალი იქნება შოტლანდიელი ფანებისთვის. ჩვენ საოცარი ღვინო და სამზარეულო გვაქვს და ულამაზესი ქვეყანა, რომლის მსგავსი ჯერ თქვენ ნანახი არ გექნებათ. ასე რომ, გაატარეთ ზაფხული საქართველოში", - თქვა საუბრის ბოლოს მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ 27 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 საათზე დაიწყება. ხოლო 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ძეგლი დავუდგათ
ავთანდილი
22 აგვისტო 2019 12:26
0
დიდი ხნის ოცნება ავისრულე-კრასნოდარში რუსებთან მატჩის შემდეგ ჩვენს მელიტონასთან სურათი გადავიღე)))ქანთარიას მერე მეორე უდიდესი მელიტონა ხარ საქართველოს ისტორიაში!!!
ბათუმის ფანი
17 აგვისტო 2019 00:25
0
სპორს ერთი წუთით გავწევდი გვერდზე,ასევთქვათ:მოედანს გარედან დავწერდი..უამრავი მომენტარია ქართული ფეხბურთის მამებიო და ასე დ ისე,მხოლოდ ქართული ფეხბურთის მამები კიარანებისმიერ სფეროში მოღვაწე ქართველს უსურვებ მელიტონას ნაირ ჯიგრიან მასპინძლის(ქართველობას)როლს...ადამიანი რომელსეც შეიზლება თქვა ლატრიოტი ქართველიაო...წარმატებები სადაცარუნდა იყოთ..
ეუჰჰ
17 აგვისტო 2019 00:03
1
უამრავი დადებითი და ემოციური სიტყვა მიტრიალებს თავში ამ ადამიანის და მისი ოჯახის დასახასიათებლად და მადლიერების გამოსახატავად, მაგრამ არვიცი საიდან დავიწყო და რითი დავამთავრო, ამიტომ ვიტყვი იმას, რასაც ყველა მადლიერი ქართველი იტყოდა ჩემს ადგილას.
დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, სადაც არ უნდა იყო კეთილშობილო ადამიანო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ სულში და გულში ჩაგვისახლდი ქართველებს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, მადლობა ქართველობისთვის და ბოლოს მადლობა ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს!!!
შალვა 73
16 აგვისტო 2019 11:57
0
Didi madloba milton heigs gaceuli samushaostvis. Mis pirovnebas rac sheexeba, bevr kartvelze metad dagvafasa da pativi gvca.
Goga
16 აგვისტო 2019 11:45
0
აბსოლუტურად ვეთანხმები მილტონის დაფასების იდეას, მითუმეტეს რომ ეს კაცი არამარტო ჩვენს ნაკრებს თავკაცობს ღირსეულად, არამედ საქართველოს და ჩვენი კულტურის ისეთი პროპაგანდისტია მთელ მსოფლიოში, რომ ბევრ ქართველს სამაგალითოდ გამოადგება.
პეტრე
16 აგვისტო 2019 11:27
0
შოტლანდიასთან ბოლო თამაში იქნება მელიტონასთვის ჩვენ ქვეყანაში და კარგი იქნება თუ სათანადო გაცილებას მოვუწყობთ, გულშემტკივარი და ფედერაცია ერთად.ამ კაცმა რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის გააკეთა ნადვილად იმსახურებს პატივისცემას.
გიო
16 აგვისტო 2019 10:06
0
შოტლანდიელებს უთხარი ვისკი წამოიღონ, იქაური ვისკი, ასე უთხარი "პრასი" გვაქვს თქო!
დათო
16 აგვისტო 2019 09:17
0
სულ იმ უდღეურ ვაისას არ გავს?!
lasha
16 აგვისტო 2019 08:58
2
ყოველთვის გვემახსოვრები მელიტონ და შენი გულშემატკივარნი ვიქნებით. საწყენია შენნაირი ქართველის წასვლა სადმე. აბა რა არის მეტი ქართველობა? ფიქრობ ქართულ რაგბზეც და ქვეყანაზეც.
Geo_Dinamo
16 აგვისტო 2019 08:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული