ცნობილი გახდა მესამე შეკრებაზე "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა", რომელიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადება, მეორე, ანტალიის შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

თურქეთში გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ფიზმომზადების გარდა, დიდი დრო ეთმობოდა ვიდეოანალიზს, ასევე, ბურთით ვარჯიშს.

შინ დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" 10 დღე დაისვენებს და 19 აგვისტოს, დასკვნით შეკრებაზე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევა.

მზადების პროცესში მილტონ ჰეიგის შეგირდები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რომელთაგან ორი თბილისში, "თი-ბი-სი რაგბის" სერიების ეგიდით ჩატარდება. 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ პრო 14-ის სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" გვეწვევა და შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება, ხოლო
31 აგვისტოს შოტლანდიას „დინამო არენაზე“, 20 საათზე დავუხვდებით. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია პირველი გუნდია ტიერ1-ის ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

მსოფლიო თასამდე შოტლანდიას კიდევ ერთხელ, ამჯერად სტუმრად 6 სექტემბერს შევხვდებით. დასკვნითი მოსამზადებელი თამაში ედინბურგში, 67-ათასიან „მარიფილდზე“ ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსოფლიო თასზე საქართველო „დ“ ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ითამაშებს. პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

მესამე შეკრებაზე შევლენ

შერკინება | ფორვარდები
მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასეიშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე.

ხაზი | ბექები
ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ! იმედი და მოლოდინი მაქვს წინა მსოფლიოზე უკეთ ითამაშებენ. შეკითხვა მაქვს: 2015 მსოფლიოს წინ კრეოთერაპია გაიარა ნაკრებმა, რამაც საკმაოზე მეტი ეფექტი მოგვცა. წელს გაძლიერებული დატვირთვების ფონზე კრეოთერაპია არ დაგეგმილა? 2015 მახსოვს ამბობდნენ, ყველა პირველი დონის გუნდი ამ პროცესს აუცილებლად გადიოდა. ჩვენ ?
ზაზა
17:26 17-08-2019
0
ჩვენს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ! იმედი და მოლოდინი მაქვს წინა მსოფლიოზე უკეთ ითამაშებენ. შეკითხვა მაქვს: 2015 მსოფლიოს წინ კრეოთერაპია გაიარა ნაკრებმა, რამაც საკმაოზე მეტი ეფექტი მოგვცა. წელს გაძლიერებული დატვირთვების ფონზე კრეოთერაპია არ დაგეგმილა? 2015 მახსოვს ამბობდნენ, ყველა პირველი დონის გუნდი ამ პროცესს აუცილებლად გადიოდა. ჩვენ ?
ზაზა
16:19 17-08-2019
0

სიახლეები პოპულარული