მილტონ ჰეიგი შოტლანდიელებს: ჩამოდით, საქართველოს მსგავსი ლამაზი ქვეყანა ნანახი არ გექნებათ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "საუზერნ კინგსისა" და შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელებთან თამაშზე გაამახვილა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს შეხვედრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სახლში გამართული ბოლო მატჩები იქნება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და იმედი გვაქვს, რომ "დინამო არენა" სავსე იქნება. ყველამ იცის, თუ როგორ გვეხმარება ეს ჩვენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შოტლანდიასთან შეხვედრაა, რადგან ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა თიერ 1-ის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის.

ეს
შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მწვრთნელების ან მორაგბეებისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს მატჩი დაანახებს ყველას, რომ საქართველოს შეუძლია დიდი ნაკრებების მასპინძლობა. ჩემთვის ეს არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ქვეყნის განაცხადი იქნება, რომ ის დიდი გუნდების მისაღებად მზად არის.

ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჩემთვისაც გამოწვევაა. თუ ამ ყველაფერს თავს კარგად გავართმევთ, დარწმუნებული ვარ, შოტლანდიელები დაბრუნდებიან სახლში, ეტყვიან 6 ერსა და მათ პარტნიორებს, თუ რამდენად კარგად უმასპინძლეს ქართველებმა, რამდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რამდენად კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე და როგორ გულშემატკივრობდა 60 000 ადამიანი.

როცა 6 ერის სხვა პარტნიორები ამ ინფორმაციას მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, ისინიც იტყვიან - "ჩვენც ჩავალთ საქართველოში სათამაშოდ". ჩემთვის ეს მინიმალური შედეგი იქნება, რადგან აქ მხოლოდ რაგბი არაა საქმეში, აქ ქვეყანა მასპინძლობს დიდ ნაკრებს. ისინი თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ჩამოიყვანენ და მხოლოდ რაგბით მათ ვერ დავხვდებით.

ამ ღონისძიებაში რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიის გამყიდველები, მთელი ქვეყანა იქნება ჩართული და ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის.

ამიტომ არა მხოლოდ მორაგბეები, არამედ მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა შოტლანდია საქართველოში.

ეს გამოცდილება სრულად ახალი იქნება შოტლანდიელი ფანებისთვის. ჩვენ საოცარი ღვინო და სამზარეულო გვაქვს და ულამაზესი ქვეყანა, რომლის მსგავსი ჯერ თქვენ ნანახი არ გექნებათ. ასე რომ, გაატარეთ ზაფხული საქართველოში", - თქვა საუბრის ბოლოს მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ 27 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 საათზე დაიწყება. ხოლო 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მელიტონ შენ ძაან მაგარი ადამიანი ხარ. მადლობა ყველაფრისთვის. ნეტა შენნაირი ბრძოლიუნარიანი იყოს ყველა ჩვენი მწვრთნელი და სპორცმენი.
იმედია საქართველოს მოქალაქეობა აქვს უკვე მელიტონს. თუ არა მაშინ დროზე მისცეს პრეზიდენტმა.
ლაშა
15 აგვისტო 2019 20:17
1
მელიტონ სადაც არ უნდა იყო ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენ ოჯახთან ერთად! გენაცვალე ზელანდიურ გულში და ქართულ ჯიგარში!
bs
15 აგვისტო 2019 19:16
0
გენაცვალე მელიტონ! ასე უცხოტომელი ქართველებზე, საქართველოზე და ქართულ სპორტზე ზრუნავდეს, არ მახსოვს. რაგბი და ქართველები მის ვალში ვიქნებით სულ. წარმატებები მელიტონ, სადაც არ უნდა იყო !!
ზაზა
15 აგვისტო 2019 17:19
1
ცრემლი მომადგა. პირველ პირში საუნრობს ქართველებს გვაქვსო ! და ფეხბურთის მამებს რა უნედურება ეტაკათ შეხედონ გადმოიღონ ჟინი და ბრძოლა ისწავლონ ამ ხალხისგან ქვეყნის სიყვარულის ისწავლონ!!! ადრე რაგბისტები თავისი ფულით მოფრინავდნენ ნაკრებში და გუნდელები დასცინოდნენ ეგ როგორო . მაგრამ მათ საყოველთაო სიყვარული მოიპოვეს წაგებული თამაშის მერეც ვერვინ იტყვი ოფლი არ დაუღვრიათ უჯიგროდ ითამაშესო:(
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 18:02
1
აუჰ ძალიან გული დამწყდება ეს კაცი სხვაგან როცა წავა. ისე დაკვირვებით წაიკითხონ ჩვენი ქვეყნის სპორტის მამებმა კაცი როგორ კომპლექსურად აზროვნებს და ზრუნავს და განსაკუთრებით ფეხბურთის ე.წ. ექსპერტებმა და მმართველებმა. ასეა ბატონო სპორტი არ არის მხოლოდ სპორტული შედეგი, ის ქვეყნის რეკლამა და უცხოელზე შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საშუალებაა, რომელიც მომავალში ჩვენივე ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პატრიოტიზმი გვაკლია პატივცემულებო და ე.წ.მეშჩანიზმი მოგვერია.
Patrioti
15 აგვისტო 2019 17:42
0
შენ გამრავლდი და გაიხარე მელიტონ
Racha
15 აგვისტო 2019 17:59
0
სულ გაქართველდა
J . Z.
15 აგვისტო 2019 17:29
1
თუ საშუალებაა ნებისმიერი ფორმით დატოვონ ეს კაცი საქართველოში, რაგბის აკადემია ჩააბარონ და ნაკრებების კოორდინაცია ურიგო არ იქნება, თუ თვითონაც ისურვებს. საინტერესოა ახალი მწვრთნელის პოსტზე ვინმეს ხომ არ გაუწევს რეკომენდაციას ახალი ზელანდია-ავსტრალიიდან. გაიხარე მელიტონ შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. შენი ამაგი არ დაიკარგება, სამაგალითო კაცი ხარ.
emigranti
16 აგვისტო 2019 01:26
0
უამრავი დადებითი და ემოციური სიტყვა მიტრიალებს თავში ამ ადამიანის და მისი ოჯახის დასახასიათებლად და მადლიერების გამოსახატავად, მაგრამ არვიცი საიდან დავიწყო და რითი დავამთავრო, ამიტომ ვიტყვი იმას, რასაც ყველა მადლიერი ქართველი იტყოდა ჩემს ადგილას.
დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, სადაც არ უნდა იყო კეთილშობილო ადამიანო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ სულში და გულში ჩაგვისახლდი ქართველებს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, მადლობა ქართველობისთვის და ბოლოს მადლობა ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს!!!
შალვა 73
16 აგვისტო 2019 11:57
0
Meliton kaci xar kaci!!!
Arsadac ar unda gaushvan, tu fexburtis federacias ar daemgvana ragbis mamebi. Chaabaron bavshvta ragbis, uketess vis chaabareben
Mirosan
15 აგვისტო 2019 18:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული