ამ გუნდის წინამორბედს 2011 წელს ბუქარესტში ერთა თასზე შევხვდით და "სამხრეთაფრიკელმა მეფეებმა" 31:17 იმარჯვეს.
ორი წლის შემდეგ "საუზერნ კინგსი" ჯერ სუპერრაგბის გათამაშებაში ჩაერთო, მისი შეკვეცის შემდეგ კი, 2017 წლიდან პრო 14-ში თამაშობს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც "ლენსთერი", "მანსთერი", "კარდიფ ბლუზი", "ედინბურგი" და "გლაზგო უორიორსი" არიან.
წელს "მეფეები" საქართველოს პირველად ეწვივნენ და 27 აგვისტოს "ბორჯღალოსნებს" რუსეთის ნაკრების
ნაცვლად ერკინებიან.
ეს მოსამზადებელი მატჩია მსოფლიო თასის და ასევე, შოტლანდიის ნაკრების სტუმრობის წინ, რომელსაც 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" ვუმასპინძლებთ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი მესამე შეხვედრასაც გამართავს, შოტლანდიაში ჩავა და მასპინძლებს "მარიფილდზე", 6 სექტემბერს დაუპირისპირდება.
სერიის პირველი მატჩისთვის
რადგან მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეები შეთანხმდნენ და გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ. შედეგად, მწვრთნელებს საქმეში მეტი მორაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული პირველი ხაზი დააყენა: კვაჭი 19 წლის ვანო კარკაძეა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ხოლო ბურჯები 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 23 წლის გიორგი მელიქიძე იქნებიან.
გამოცდილია მეორე ხაზი, სადაც ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართით ბოლოს შარშან, ნოემბერში ითამაშა.
მესამე ხაზში ახალგაზრდა მორაგბეები დადგებიან - ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე, რომელთაგან ბოლო ორს, ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ხოლო საღინაძე შედარებით ახალი სახეა.
მგეზავად ბრუნდება ლაშა ხმალაძე, რომელიც გიორგი ბეგაძეს შეუწყვილდება. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, ფულბეკი სოსო მათიაშვილია, ხოლო ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური დადგებიან.
მარქაფაში უფრო გამოცდილი მორაგბეები ჭარბობენ. ბურჯებად შეცვლაზე კარლენ ასეიშვილი და ლევან ჩილაჩავა შევლენ, კვაჭად - გიორგი ჭყოიძე. მეორე ხაზში გუნდის თამაშს კოტე მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი გააძლიერებენ, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. მესამე ხაზში შევა შეცვლაზე გიორგი თხილაიშვილი.
9 ნომრის პოზიციაზე მეორე ტაიმში გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში არიან ლაშა მალაღურაძე, ალექსანდრე თოდუა, თამაზ მჭედლიძე და დავით კაჭარავა. მჭედლიძეს წლევანდელ რაგბი ევროპაზე არ უთამაშია და ლომიძის მსგავსად, გუნდს შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემდეგ უბრუნდება.
"ბორჯღალოსნები" წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს თამაშობენ და პირველად ხდება, რომ მოსამზადებელ მატჩებს საქართველოში, საკუთარი გულშემატივრის წინაშე გამართავენ. ერთად გავაცილოთ ჩვენი ნაკრები იაპონიაში!
თიბისი რაგბის სერიები | საქართველო - საუზერნ კინგს
საქართველო:
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე
შერკინება | ფორვარდები
1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა
შეგახსენებთ, მსოფლიოს თასისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიასთან გასამართი პირველი მატჩის შემდეგ დასახელდება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
3.გავატანოთ ბიჭებს მსოფლიოზე დიდი მუხტი
4. რადგანაც ეს ბოლო მატჩია მილტონისთვის საქართველოში, გავაცილოთ ის ღირსეულად ისე როგორც ის ამას იმსახურებს!!!
P.S. გთხოვთ არ დამბლოკოთ და ამდენი შრომა წყალში არ ჩამიყაროთ)))