"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
მთავარი ის არის რომ ამ კლუბს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული აქვს,უმეტესობა გამანადგურებელი ანგარიშებით ინგლისურ,შოტლანდიურ კლუბებთან,ხოლო ერთი თამაში საერთოდ 49-0.რა გიხარიათ თქვე ბოგანოებო.ასეთ კლუბებს ცალი ხელით უნდა ვუგებდეთ.ამის შემდეგ 6 ერის მოთხოვნა სასაცილოა.
ვა რა დონეა
17:29 28-08-2019
13
მეგობარო- სახელმწიფოს ეკონომიკასა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ანუ მისი განვითარების ხარისხზე ნებისმიერი სპორტის ხ ა რ ი ს ო ბ რ ი ვ ა დ განვითარება და არა ოლოგაქების კეთილ ნებაზე. ოლიგარქების მხარდაჭერა ერთჯერადი დარჩება, აშენებული ინფრასტრუქტურაც - მხოლოდ ინფრასტრუქტურა-დ ( თუმცა ინფრასტრუქტურაც კარგია) - უშედეგო - ანუ ...ეროვნული ჩემპიონატების ხარისხი მით რეალურად ა რ ა ს ო დ ე ს აიწევს და მას ვხედავთ, თან უნდა გვახსოვდეს -ოლიგარქებს, განსაკუთრებით პოსტ -საბჭოთა ,ანუ საბჭოთა ნომენკლატურის - მენტალიტეტის ქვეყნებში მეტად ეკონომიკურ- პოლიტიკური ინტერსებები გააჩნიათ და მისთვის მაგალითი არსებობს ... - რაც შეეხება- ,,ვარსკვლავთბიჭუნა,, -ს - სიძულვილი უნდა მოვიშოროთ- 2003 წლამდე საქართველოს ,,სახელმწიფო,,-ც უნდა გვახსოვდეს ( სრული უპერსპექტივობა ყველა მიმართულებით) და 2003 -2012 წლის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც სერიოზული პერსპექტივებით, სპორტის ყველა სახეობაც იმ წლებში რომ განვითარდა,განსაკუთრებით ორგანიზიულად ... მაგრამ დაშვებული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანის უნარიც გაგვაჩნდეს - ს ა ჭ ი რ ო ა -კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემო ყველგან და ყოველი მიმართულებით, დაფუძნებული სამართალზე, ანუ თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!) თორემ ეროვნული ჩემპიონატები-ხარისხობრივად ვიმეორებ - ვ ე რ განვითარდება, სწორად ე ს არის რ ე ა ლ უ რ ა დ ძირითადი პრობლემა, რომ 6 ერში ა რ გვიღებენ - არაკონკურენტული გარემო, სუსტი ეკონომიკა, მით სუსტი ფინანსური შესაძლებლობები, სუსტი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უსაფრთხოება. ხომ ვიცით -გაცილებით სუსტი იყო იტალიის ნაკრები თავის დროზე ,მაგრამ მიიღეს ...-პ.ს. შეიძლება სხვა მიზეზებიც მოიყვანო- არსებობდეს , რომ 6 ერში ა რ გვიღებენ, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი არის!
გლახუნა
17:03 28-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული