"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
არ ჯობდა ამას რუსეთთან თამაში? ხომ მოვიგებდით უფრო ადვილად, ნერვები არ დაგვაწყდებოდა. ამდენი მოთამაშე არ დაგვემტვრეოდა და ტოლობის ნიშანი არ დაისმებოდა გუნდსა და კლუბს (!) შორის.
andro
27 აგვისტო 2019 21:23
62
შენ წარმოიდგინე ჯობდა, თუნდაც ტრავმების ფასად. რუსებთან მოგებით მწარედ მოვტყუვდებოდით და მსოფლიოზე ფიჯის ვინ ჩივის, ურუგვაისთანაც მწარედ შევრცხვებოდით
: )))))))
27 აგვისტო 2019 22:08
0
Zogi klubi top nakrebze dzlieria. Da gundi dzlier gundtan vitardeba da igeb shens nakls 80-0 ro mougeb vigac bublik gunds eg ra pliusia? Aseti tamashi jobda asakrepi aqvt bichebs satamasho tonusi..tanac ramdenime lideri ar iyo sastavshi... ase rom 31shi gacilebit karg pormashi iqnebian bichebi da upro dzlier gunds gaviyvant moedanze
Roma
27 აგვისტო 2019 21:40
0
ყველა გამოხმაურება
მეგობარო- სახელმწიფოს ეკონომიკასა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ანუ მისი განვითარების ხარისხზე ნებისმიერი სპორტის ხ ა რ ი ს ო ბ რ ი ვ ა დ განვითარება და არა ოლოგაქების კეთილ ნებაზე. ოლიგარქების მხარდაჭერა ერთჯერადი დარჩება, აშენებული ინფრასტრუქტურაც - მხოლოდ ინფრასტრუქტურა-დ ( თუმცა ინფრასტრუქტურაც კარგია) - უშედეგო - ანუ ...ეროვნული ჩემპიონატების ხარისხი მით რეალურად ა რ ა ს ო დ ე ს აიწევს და მას ვხედავთ, თან უნდა გვახსოვდეს -ოლიგარქებს, განსაკუთრებით პოსტ -საბჭოთა ,ანუ საბჭოთა ნომენკლატურის - მენტალიტეტის ქვეყნებში მეტად ეკონომიკურ- პოლიტიკური ინტერსებები გააჩნიათ და მისთვის მაგალითი არსებობს ... - რაც შეეხება- ,,ვარსკვლავთბიჭუნა,, -ს - სიძულვილი უნდა მოვიშოროთ- 2003 წლამდე საქართველოს ,,სახელმწიფო,,-ც უნდა გვახსოვდეს ( სრული უპერსპექტივობა ყველა მიმართულებით) და 2003 -2012 წლის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც სერიოზული პერსპექტივებით, სპორტის ყველა სახეობაც იმ წლებში რომ განვითარდა,განსაკუთრებით ორგანიზიულად ... მაგრამ დაშვებული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანის უნარიც გაგვაჩნდეს - ს ა ჭ ი რ ო ა -კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემო ყველგან და ყოველი მიმართულებით, დაფუძნებული სამართალზე, ანუ თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!) თორემ ეროვნული ჩემპიონატები-ხარისხობრივად ვიმეორებ - ვ ე რ განვითარდება, სწორად ე ს არის რ ე ა ლ უ რ ა დ ძირითადი პრობლემა, რომ 6 ერში ა რ გვიღებენ - არაკონკურენტული გარემო, სუსტი ეკონომიკა, მით სუსტი ფინანსური შესაძლებლობები, სუსტი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უსაფრთხოება. ხომ ვიცით -გაცილებით სუსტი იყო იტალიის ნაკრები თავის დროზე ,მაგრამ მიიღეს ...-პ.ს. შეიძლება სხვა მიზეზებიც მოიყვანო- არსებობდეს , რომ 6 ერში ა რ გვიღებენ, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი არის!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:03
4
"თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!)" და "კონკურენტული გარემო" - აი რა ყოფილა ექვს ერში მიღების წანამძღვრებიც და საბაზისო ქვაკუთხედიც. არის კიდევ სხვა მარგალიტებიც....

მეჩვენება თუ ისევ საბჭოთა კავშირში ვარ, პოლიტეკონომიის კურსს ვისმენ?

თემიდა
28 აგვისტო 2019 17:33
0
ვისი სიძულვილი უნდა დავივიწყოთ,ათასობით ახალგაზრდა ცემით ინვალიდად რომ აქცია?საიქიოში გასტუმრებულებზე აღარაფერს ვამბობ.სპორტული ბაზები რონ დაანგრია,სპორტის აკადემია რომ გააუქმა და ფიზკულტურის მასწავლებელი,მწვრთნელებზე აღარ ვამბობ,ქვეყანაში საძებნელი რომ გაგვიხადა,ის დავივიწყოთ და მის დანგრეულ განადგურებულის აღდგენას რომ ცდილობს,იმ ოლიგარქ კრიმინალს მოვკითხოთ პასუხი რაგბის დაბალ დონეზე?ის მაინც თუ იცი,რომ სწორედ ეს ოლიგარქი აშენებს საკუთარი ჯიბიდან,რაგბის სპორტულ ბაზებს და ინახავს კლუბებს?თავისი ცოდვები,ალბათ ბიძინასაც საკმარისი აქვს,მაგრამ რაგბის სამყაროს,მადლობის მეტი,არაფერი გვეთქმის მის მიმართ.გასალანძღი მიშაა და ის გალანძღე.რაგბის კიდევ უფრო განვითარებას კი.ძლიერ გუნდებთან ხშირი თამაში უნდა,სხვანაირად არაფერი გამოვა და ამის გზებია გამოსანახავი.ამ მსოფლიო თასის და იქ ჩვენი გამოსვლის შემდეგ,შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს,მთავარია,კარგად გამოვიდეთ.ალბათ ფრანჩიზული კლუბის გაკეთებაზე უნდა ვიმუშაოთ,ექვსი ერის იმედი კი, ნაკლებად დამრჩა
სოსო
28 აგვისტო 2019 22:07
2
ბიჭებო - შოტლანდიასთან და საერთოდ - სერიოზული ყურადღება მიაქციეთ და მოუმატეთ რ ა ქ ე ბ შ ი სისწრაფე და აგრესია და მსოფლიოზე წარმატებები იქნება! ეს უნდა გახდეს მე-2 -ე ,,ნიშა,, საქართველოს ეროვნული ნაკრების -1-ლი შერკინების შემდეგ - ამან მოიგო ეს თამაშიც ბოლო 15 წუთში!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 13:53
1
მაინტერესებს, რატომ არაფერს წერენ ცუცუქირიძის და შარიქაძის ტრამვაზე. მგონი ცუცქირიძე მძიმედ დაშავდა და ეს სერიოზული პრობლემა იქნება ნაკრებისათვის. ტრამვების წინასწარი შეფასების დადება ხომ შეიძლებდა? სამწუხაროა რომ ქართულ რაგბზე მწერალი ხალხი არ გვყავს და მარტო მიდით ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ სულში გამარჯვებისათვის და თავდადებისათვის ეს პროფესიული მიდგომა არაა. რაგბი ტვ-ის წამყვანებმა მაინც ხომ უნდა დაწერონ ან თავინთ სტუდიაში მიიწვიონ ნაკრების მწვრთნელები, მოთამაშეები, რა ერთ საათს ვერ მოიცლიან? მარტო ლენსტერის და მანსტერის თამაშები კომენტირება საქმე არაა! ეხლა გუშინდელ თამაშს ბევრი სკეპტიკოსი და მოიმედე ჰყავს, მაგრამ ეს გულშემატკივრების პოზიციაა და საინტერესო იქნებოდა პროფესიონალებს რომ გაერჩიათ ეს და მომდევნო თამაშები შოტლანდიასთან. მაგრამ ქართულ რაგბში ხომ არაფერს წერენ გარდა მშრალი ინფორმაციისა და მწვრთნელების შტაბის კომენტარებისა (მელიტონ ჰეიგმა კარგად აუღო ალღო ქართულ მენტალობას, ყველაფერი კარგადაა, თუ წავაგებთ რაღაც ზოგად ვითარებას ბრალდება. არცერთი თვითკრიტიკული შეფასება). კრიტიკა არ უნდა იქცეს იდეაფიქსად და არ დაინახო პოზიტიური ძვრები, მაგრამ ეს ხომ ქართულ რაგბში ტაბუდადებული თემაა.
andro
28 აგვისტო 2019 11:12
0

სიახლეები პოპულარული