"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
ამას ქვია ბძოლა გამარჯვებისთვის!
ირაკლი
28 აგვისტო 2019 10:05
0
არ არის ეს ის თამაში რაც ჩვენ ყელას გვინდა, აგერ ჩვენ და აგერ იაპონია. კარგი იქნება ვცდებოდე და საჯარო ბოდიში ჩემზე იქნება.
ბიჭების ჟინი, თავდადება და მეტოქის შეცდომები ნუ მოგვიშალოს ღმერთმა
28 აგვისტო 2019 09:47
0
რა მოგივიდათ თქვე კაი ხალხო, კაცურად მილოცვაც არ შეგიძლიათ? მაქსიმალისტები ვინცა ხართ , მიდით ქართულ ფეხბურთს მიხედეთ რა დღეშია. გაუმარჯოს ჩვენ რეგბისტებს, ლომები ხართ!!!
ჭუმიკა
28 აგვისტო 2019 06:37
2
მისალოცი არაფერი გვაქვს-დიდი პრეტენზიის მქონე ქვეყნის სარაგბო ნაკრებს,რომ გაუჭირდება ასეთ გუნდთან მოგება!!!
....
28 აგვისტო 2019 12:02
5
ზოგი ჭირი მარგებელიაო! კარგია, რომ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები არ ჩამოვიდა აქ გუშინდელ ტესტ მატჩში სათამაშოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიხილავდით იმ ნაკლოვანებებს,რომლებიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხრას იაპონიაში მსოფლიო თასის დაწყებამდე!
....
28 აგვისტო 2019 06:21
0
შალვა სუთიაშვილი რა ძმაა! რამდენჯერაც გამოვიდა თამაში მოიგო.
Piper
28 აგვისტო 2019 05:01
0
4წელია ვიძახი რომ ნაკრებს პროგრესი არ ეტყობა ნეტა ვცდებოდე და თუ მსოფლიოზე დღევანდელი თამაშით უფრო სწორად მეტოქის შეცდომების იმედზე მივდივართ ნაკლებად სავარაუდოა რაიმე დადებითი შედეგი გვქონდეს მელტონს მადლობა ოღონდ დღეს რომ ადიდებთ და აქებთ ჩემი დასაცავი არ შეიქნას თქვენგან ფედერაცია რომ უუნარო და არაფრის მაქნისია 4 წელია რაიმე არ შემოუთავაზებიათ ან ანგარიშვალდებულება რა გააკეთეს გვითხრან მაინც. მე ბოლომდე ნაკრების და მორაგბების ერთგული გულშემატკივრად დავრჩები ყოვლნაირი შედეგის მიუხედავად ოღონდ ამდენი ხნის ასე ნაომრად ნაწვალებად მოყვანილი შედეგი არ გაგვიქრეს ხელიდან წარმატებები შოტლანდიასთან კიდე უფრო კარგად გამოჩნდება სად ვართ.
კახა
28 აგვისტო 2019 04:32
6
მგონი პატივცემული ჰეიგი გვაბოლებს ბოლო 3 წელია - 50% უკეთ მომზადებული გუნდის ამას არაფერი ეტყობა (მინდომება, თავდადება და პატრიოტიზმი გვერდზე გადავდოთ - სუფთად სათამაშო კომპონენტებს ვგულისხმობ). ბოლო 2 წელი ძირითად ბირთვს გამოვკვეთო ამბობდა, მაგრამ ახლაც არ არის ჩამოყალიბებული, 6 ერში შესვლაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა გაცილებით სხვა დონეს უნდა თამაშობდეს. მოკლედ დიდი იმედი მაქვს ვცდები და ჩემს სკეპტიკურ განწყობას გააქარწყლებენ იაპონიაში ღირსეული გამოსვლით.
???
28 აგვისტო 2019 03:12
14
სურვილი ერთია და მეორეა შესაძლებლობები. ნუ ვითხოვთ იმას რას არ შეგვიძლია გავაკეთოთ.. ნაკრები კიდევ კარგ დონეზეა და დარწმუნებული ვარ ეტაპობრივრად განვითარდება.. 20 წელი არ არის ბევრი დრო რომ 6 ერის გუნდებს გავუთანაბრდეთ.. მით უმეტეს იმ შემთხვევაში როდესაც 2 თამაში გვეძლევა მათთან სათამაშოდ.. 10 წლის წინ 2 მოედანიც არ გვქონდა.. მსოფლიოზე მესამეზე რომ გავიდეთ დიდი შედეგი იქნება!!
ზურა
28 აგვისტო 2019 14:16
1
მართალია რომ ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის PRO14-ის პროფესიონალური ლიგის ბოლოადგილოსანია?
კითხვა
28 აგვისტო 2019 00:29
2
თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ამ ტურნირის რომელიმე ლიდერს რომ ვეთამაშოთ, რა დონე იქნება? ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ მაგაზე. ძალიან დიდ გამოცდილებას მოგვცემს
:))))
28 აგვისტო 2019 13:15
0
მადლობა, არ ვიცოდი. შესაბამისად კარგია რომ მათ ვეთამაშეთ და არა რუსეთს. მე როგორც რაგბიში დიდად "ვერ გარკვეულმა" ადამიანმა, ამ თამაშით დავინახე 2 რამე:

1. ჩვენი ნაკრების საშუალო დონე
2. გასხვავება ახლაგაზრდებსა და ვეტერანებს შორის

საინტერესოა შოტლანდიასთან თამაშის ნახვა, რომ რეალური დონეც ვნახოთ.

რაც შეეხება "დონის" გაზრდას 50 %-ით და ა.შ. განცხადებებდ. არ ვიცი, როგორ კეთდება ასეთი განცხადებები, ან მწვრთლენმა რა უნდა ქნას. სასწაულს ხომ ვერ მოახდენს. გუნდი არის მოთამაშეების შემადგენლობა და მის დონეს ეს მოთამაშეები განსაზღვვრავენ. თუ შემადგენლობაში დიდი ცვლილება არაა დონის ასაწევად და იგივე მოთამაშეები გვყავს, დონის აწევა შესაძლებებლია თავად მოთამაშეების დონის ამაღლებით ფორმაში შესვლის (ტაქტიკური, ფიზიკური და რეგულარული თამაშის) და გამოცდილების დაგროვების ხარჯზე (ასაკი). მწვრთნელმაც რა თქმა უნდა უნდა შეათამაშოს გუნდი და ტაქტიკურად გამართოს... მაგრამ 25%-50%-ით როგორ უნდა გააუმჯობესოს უკვე ჩამოყალიბებული გუნდი არ ვიცი. უფრო სავარაუდოდ სტრატეგიით - დაცვითი რაგბის თამაშით უფრო ძლიერ გუნდებთან და ა.შ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სხვა გუნდებიც ვარჯიშობენ და შედიან ფორმაში, ხომ?

მე მაინც მგონია რომ 50%-იანი ზრდა მოხდება (ნებისმიერ სპორტში) ეროვნული ლიგის უფრო განვითარებით და ახალი თაობის მოსვლით სწორი მუშაობის პირობებში, რაც რა თქმა უნდა კიდევ მეტ დროს მოითხოვს რისი ლოდინის ნებისყოფაც არ გვაქვს. ასე რომ, ჯობს კარგად გვესმოდეს ეს ყველაფერი და ბიჭებს, რომლებიც აშკარად მაქსიმუმს დებენ ნუ მოვთხოვთ იმაზე გაცილებით მეტს რაც სავარაუდოდ არ შეუძლიათ.

პასუხ-ს
28 აგვისტო 2019 12:46
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის!
მატჩის ორგანიზება ცოტა უკეთესი არ შეიძლება რომ იყოს, მაგალითად ორკესტრს მიკროფონები სჭირდებოდა, ხმა არ ისმოდა, და ეს ტაბლო ალაგ-ალაგ ჩამქვრალი ნათურებით არ ტეხავს?! სკამების სისუფთავეზე აღარ ვლაპარაკობ...
zviads
28 აგვისტო 2019 00:27
0
ყოფილი ფეხბურთელი ვარ,მაგრამ ისეთი გულდაწყვეტილი ვარ ჩვენს ფეხბურთელებზე, რომ ა ხალხი თქვენ ჯიგარს ვენაცვალე თქვენ,რომ გიყურებთ მჯერა,რომ ჩვენს ქვეყანას ეშველება,თქვენ გაგახარად ღმერთმა.
გოჩა
27 აგვისტო 2019 23:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული