შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

AutoSharing Option
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.

ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.

გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.

საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!



მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი უპირატესობა სწორედაც საკუთარი კედლები და მაყურებელი იქნება თორე შოტლანდია რო ფავორიტია ჩვენთან ეგ პატარა ბავშვმაც იცის. ჯერჯერობით ვერ ვართ მათ დონეზე რაგბში მაგრამ არც ისე ბევრი გვიკლია.
zaza
29 აგვისტო 2019 11:46
2
ეს იქნება "ლივერპულთან" მოგბის ტოფასი, რომელიც შემოენეხება ისტორიას და ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას.
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 16:08
1
კინგს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული და 1 ფრე.უმეტესობა ინგლისურ და შოტლანდიურ კლუბებთან.მონსტერთან 49-0,სარანსესთანაც დიდი ანგარიშით.ასეთ ფარჩაკ გუნდთან რომ ძლივს მოიგებ ასეთი თამაშით გავნადგურდებით.
ასეა ეს
29 აგვისტო 2019 16:38
17
გელა ნუგზარაშვილი გამოიძახეს ნაკრებში? გამოგვადგება. მაგარია შერკინებაში.
ჰმ!
29 აგვისტო 2019 10:36
12
ტყუილად ნუ შევქმნით მოლოდინს რეალურად არ ვართ შოტლანდიის დონეზე დალაგებული თამაშიც საკმარისი იქნება იმისთვის რომ ისევ გვჯეროდეს მსოფლიოზე წარმატებული გამოსვლის! მეორე შემადგენლობით ფრანგები დაამარცხეს. შოტლანდია არის ძალიან მაღალი დონის გუნდი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არა მსაჯის შეცდომა ნახევარ ფინალში გადიოდნენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ჯაბა
30 აგვისტო 2019 04:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული