შოტლანდიელთა კაპიტანი: კარგი ამინდია, კარგი სტადიონი, მოუთმენლად ველით სავსე სტადიონზე თამაშს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბორჯღალოსნებთან ხვალინელი მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრებმა "დინამო არენაზე" კაპიტნის ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა და გუნდისთავმა სტიუარტ მაკინალმა კომენტარი გააკეთა:

"კარგი დღე იყო, კარგი ამინდი, დროის ამ მონაკვეთისთვის კარგი ტეპერატურაა. ვფიქრობ, ამას (ტემპერატურას) ხვალინდელ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ძალიან კარგ სტადიონზე ვართ, ხვალ სავსე იქნება და მოუთმენლად ველოდებით სავსე ტრიბუნების წინ გასვლასა და კარგ თამაშს.

საქართველო ტექნიკური გუნდია, განსაკუთრებით უკანა ხაზში ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ასევე, მათ რიგებში არიან ფიზიკურად ძლიერი მორბენალები, რომლებსაც ნებისმიერი სახის პრობლემის შექმნა შეუძლიათ
ჩვენთვის. რაც შეეხება წინა ხაზს, ყველამ იცის, რომ მათ ტრადიციულად ძალიან ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, ძალიან კარგი შერკინება, მოლში მშვენივრად თამაშობენ.

უკანასკნელი კვირის განმავლობაში დიდი დრო გავატარეთ მათი თამაშის განხილვაში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართველებს და ხვალ მოგებისათვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ორი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, ვცდილობთ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ და დავანახოთ ყველას, რას წარმოვადგენთ. ვნახოთ, რა გამოგვივა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არის ჭეშმარიტება-ყველასთვის გასახარი ამბავია,რომ მამუკა გორგოძე ნაკრებში დაგვიბრუნდა,მაგრამ ასე მისი დაბრუნება ცოტა უცნაურია.სახელმწიფოს მმართველი პარტიის-ქართული ოცნების წევრის პრემიერის თხოვნას უნდა ითვალისწინებდეს და პირველ მის დაძახებაზე უნდა ბრუნდებოდეს ნაკრებში??? ხალხი წლებია სთხოვს მას დაბრუნებას და...! მამუკა გორგოძე ქართული ოცნების წევრი არ არის,იგი მთლიანი საქართველოს მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია! გმადლობ მამუკა ნაკრებში დაბრუნებისთვის! ამას როტომ ბლოკავთ???
....
10:44 31-08-2019
7
მთელი სექტორებია ცარიელი ამ რაგბის კავშირმა ვერ გაიგო რომ 5-10 ლარზე ძვირიანი ბილეთი საქართველოში არ იყიდება იგივე სისულელეს აკეთებთ რაც სამოასთან თმაშისას როცა ბილეთი 25 ლარი ღირდა და 2000 კაციანი ავჭალის სტადიონი ნახევრადაც არ გაივსო.
6

სიახლეები პოპულარული