ბორჯღალოსნებთან ხვალინელი მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრებმა "დინამო არენაზე" კაპიტნის ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა და გუნდისთავმა სტიუარტ მაკინალმა კომენტარი გააკეთა:
"კარგი დღე იყო, კარგი ამინდი, დროის ამ მონაკვეთისთვის კარგი ტეპერატურაა. ვფიქრობ, ამას (ტემპერატურას) ხვალინდელ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ძალიან კარგ სტადიონზე ვართ, ხვალ სავსე იქნება და მოუთმენლად ველოდებით სავსე ტრიბუნების წინ გასვლასა და კარგ თამაშს.
საქართველო ტექნიკური გუნდია, განსაკუთრებით უკანა ხაზში ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ასევე, მათ რიგებში არიან ფიზიკურად ძლიერი მორბენალები, რომლებსაც ნებისმიერი სახის პრობლემის შექმნა შეუძლიათ ჩვენთვის. რაც შეეხება წინა ხაზს, ყველამ იცის, რომ მათ ტრადიციულად ძალიან ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, ძალიან კარგი შერკინება, მოლში მშვენივრად თამაშობენ.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში დიდი დრო გავატარეთ მათი თამაშის განხილვაში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართველებს და ხვალ მოგებისათვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ორი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, ვცდილობთ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ და დავანახოთ ყველას, რას წარმოვადგენთ. ვნახოთ, რა გამოგვივა".
:) კი მაგრამ დიზლაიკებს რატომ წერთ-ერთი ეს გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა.დაუკვირდი რას ვწერ და გაიაზრე.ამ მთავრობას და მის პრემიერს მე არ ვცნობ,როგორც ნახევარი საქართველო!!! რატომ არ ვცნობთ ეს სხვა საკითხია...მამუკა გორგოძე კი მთლიანი ქვეყნის მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია.პრემიერის თხოვნის შესრულებით კი-ძალაუნებურად პოლიტიკაში გაერია!!!