საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
აბა თქვენა ხართ რაა?! რა გგონიათ ჩვენ უფრო გვინდა მისი ნაკრებში ყოფნა, თუ თვითონ მას იაპონიაში თამაში? დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ერთხელ ნათქვამი სიტყვის გატეხვა არ უნდოდა(უამრავი ვარსკვლავი დაბრუნებულა სპორტში და ბევრს ისტორიაც დაუწერია)...მოუწია, სპორტულმა ჟინმა და მთელი ქვეყნისაგან წამოსულმა თხოვნამ თავისი გაიტანა. პრემიერის ხმა მისთვის თუ ბოლო წვეთი აღმოჩნდა ესეც დასაძრახი არაფრით არ არის. თუნდაც ახლო წარსულში არგენტინის ნაკრებიდან წასვლის განცხადების შემდეგ რა სიტყვით მიმართა მესის ქვეყნის პრემიერმა და ეს სპორტსმენის დაფასების ფორმად უფრო მიმაჩნია, ვიდრე არასასურველ ფაქტად...მამუკას კაცობას ნუ ასწავლით თუ ღმერთი გწამთ. გმადლობთ მამუკა, მგონი ყველა ქართველი გულშემატკივრის სახელით შემიძლია გითხრა.
emigranti
03:43 31-08-2019
2
ეს პოლიტიკოსები ნუ ეტენებით ყველგან რა
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული