ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან პირველი ტაიმი 3:23 წააგეს

AutoSharing Option
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან 3:23 წააგეს.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი
ლაიდლოუმ საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შემოუშვით რუმინეთი ან რუსეთი თორე ესენი მაგრად მოგვიგებეენ.6 ერი არა იხვი.
Buxrika
20:57 31-08-2019
2
სირცხვილია მსოფლიოს მესამე დონის ნაკრებთან პირველი ტაიმი ესე წაგება. ესეიგი მზად არ ვართ ჯერ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, უელსთან, არგენტინასთან, სამხრეთ აფრიაკსთან. ინგლისთან.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული