უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
იმაზე უარესი შედეგი დადგა ვიდრე 2011 და 2016 წლებში.
ლევანი
31 აგვისტო 2019 22:09
0
Кvelas tavis adgili aqvs
Tedo
31 აგვისტო 2019 22:09
1
Raoden samwuxaric arunda iyos aseti tamashit eqvs ershi shesvla didxans darcheba ocnebad,arada titqos bichebi tavsar zogavenda umagles doneze tamashoben klubebshi magram........ Marto miwola araa saqme,xazi uketesis survils tovebs
Alika
31 აგვისტო 2019 22:09
0
სხვა დონეა. მაგრამ თუ არ მიგვიშვეს და ხშირად თუ არ ვეთამაშეთ ტოპ ნაკრებებს, ისევ სხვა დონეაო ვიტყვით. იმიტომ ვაგებთ, რომ 3 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით ასეთი დონის გუნდებს. ასე ვერ გაიზრდება კლასი და ოსტატობა.
ჯემიკო
31 აგვისტო 2019 22:08
1
კი არ დამარცხდნენ.განადგურდნენ
Buxrika
31 აგვისტო 2019 22:08
0
თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო შოტლანდიამ...თავს ზემოთ ძალა არ არის,მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
გია
31 აგვისტო 2019 22:05
2
სამარცხვინო იდიოტები. ჰეიგის გარდა კიდევ ბევრი პერსონაა წასასვლელი გუნდიდან და ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი.მსოფლიოზე არანაირი შანსი არა გვაქ, ლელოს დადება პრიმიტიული,"მამაპაპური" მეთოდით,აიღე და მიეძალეთი ვცდილობთ,არანაირი თამაშის გაშლა.ელემენტარული ხელიდან ხელში გადაცემას ვერ ვაკეთებთ. რას გავს ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ერთ მიტოვებულ "კუნძულზე" ყოფნა?!
oto
31 აგვისტო 2019 22:05
9
თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო შოტლანდიამ...თავს ზემოთ ძალა არ არის,მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
გია
31 აგვისტო 2019 22:04
1
როგორ უნდა მოუგო, როდესაც ყველა ჩვენი შეტევა წინასწარ გამოცნობადი იყო ჩანასახშივე. მაგრამ ეგ რაა, აი ჯარიმების რაოდენობა იყო მთავარი. ამდენი ფჯარიმა ნაკრების მოთამაშეებისგან უხერხულია.
ლევანი
31 აგვისტო 2019 22:03
0
ვაგლახ ვაგლახ ვაგლახ
ვაგლახ
31 აგვისტო 2019 22:00
9
ყოჩაღ ვაგლახ
მამაშენი
01 სექტემბერი 2019 00:45
1
ვაგლახ, ვაგლახ :d
დედაშენი
31 აგვისტო 2019 23:07
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული