მიხეილ ნარიაშვილი: თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს?!...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო დიდი მოლოდინი გქვონდა ამ თამაშის მიმართ და გვეგონა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ პირველი შეხვედრა და დამღლელი საწვრთნელი პროცესის შემდეგ. შოტლანდიამაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო საფრანგეთში, თუმცა 1 კვირის წინ სახლში დაამარცხა ფრანგები.

ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს? გმაადლობთ, თუ ასეთი კარგი წარმოადგენა გაქვთ ჩვენზე,  ჩვენც საკუთარი თავიდან
ამას მოველით. თუმცა, მეტოქე უნდა გავითვალისწინოთ, შეუძლებელია ყველა შერკინება მოვიგოთ. შეხვედრებზე სხვადასხვა მსაჯები არიან, განსხვავებულად გვიდგებიან შერკინების მორაგბეებს. დღევანდელ მატჩში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შერკინება ჰქონდა. თამაშის მერე საუბარი დეტალებზე ძალიან ძნელია, თუმცა აშკარად გვქონდა კარგი მომენტები და უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.

უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გუნდი დღეს მე გავიყვანე მოედანზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებმაც დამაფასეს, რადგან 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. მე ვეცადე დადებითი მუხტი შემეტანა ბიჭებთან გასახდელში. სამწუხაროდ, შედეგზე ეს არ აისახა, თუმცა როგორც მილტონმა თქვა, ვეცდებით შოტლანდიაში გასამართი შეხვედრა ჩვენთვის უკეთესი ანგარიშით დასრულდეს."


altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 40 /
ზოგადად არ მიყვარს წარსულისკენ მობრუნება, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე აგერ მეხუთე მსოფლიოსთვის ვემზადებით , სპარინგად შოტლანდიის ნაკრები გვყავს და მასთან ვნადგურდებით, გვავიწყდება რა გზა გავიარეთ აქამდე მოსასვლელად. პორტუგალიასთან, ესპანეთთან და რუმინეთთან გადამწყვეტ შეხვედრებში რამდენჯერ გაგვამწარეს მსაჯებმა და ბოლოს მიზანს მაინც მივაღწიეთ. ვისაც რაგბი უყვარს, ეს ყველამ იცის.შოტლანდიას კი არა, ბრიტანეთის ჯარის გუნდებს ვეთამაშებოდით ტესტებს. ძალიან გულდასაწყვეტია გუშინდელი მარცხი და რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ მოდის ახალი თაობა, რომელსაც უფრო მეტის მიღწევა შეუძლია და ამიტომ იმედიანად უნდა ვიყოთ. ბიჭებს მსოფლიოზე ვუგულშემატკივროთ და მომავალს იმედის თვალით შევხედოთ
:)))))
01 სექტემბერი 2019 22:46
0
დაშოშმინდით ნაკრების და მწვრთელის მლაძღველნო. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო.
აგერ ნახავთ დააყრით ერთმანეთს მომავალი მწვრთელის გამო.

სანანებელი არ მერე, მაგრამ გატყობთ ახლა ვერ გაიგებთ.
ლევანი
01 სექტემბერი 2019 19:45
3
საქართველოში რაგბის განვითარება მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ რუსებს მოუგონ, აბა სხვა ვერაფერში უგებენ და რა ქნან?
ვერა
01 სექტემბერი 2019 19:44
9
მიშა ხარ?
kote
01 სექტემბერი 2019 23:24
0
ბევეს რო ტლიკინებთ დააფინანსეთ რაგბი როგორც ფწხბურთი იმოს ნახევრად და განახებთ მერე თუ იბლუყუნენთ კიდე, ვერ ვთამაშობთ სისტემატიურად ძლიერენთან და ფეხბურღი ეჰრეაა ჰაა რო მოაღეთ პირი ყაზახებს რო უგებენ ეგაა ფეხბურთი თუ არარატს ვაი თქვენ რა გითხარით ფეხბურთი არ ახსენოთ გაიგეთ , მანდ ყველა პირობაა რო განვითარდნენ რაგბში არაა ან შეადარეთ ბიუჯეტები თქვე დაუნახავებო. ფეხბურთს მოაკლონ და რაგბს გადაუმაწილონ და განახებთ მერე გაიგეთთთ!!!!!?????
ვალკა
01 სექტემბერი 2019 17:07
13
ზრდილობიანად გეტყვი,რომ შორს ხარ სპორტისგან.
:-)
02 სექტემბერი 2019 06:58
1
რა რაგბი რის რაგბი,ფეხბურთს მიხედონ და დაუბრუნონ ის სტადიონები რაც რაგბმა მიისაკუთრა,მაინც მხოლოდ მუყვარულებს უგებენ
ჯიჯი
01 სექტემბერი 2019 14:21
51
ერთი კითხვა მაქვს. აბა ფეხბურთელებს რატო აგინებთ ხოლმე ისინიც ყოველთვის თავისზე ძლიერებთან აგებენ ხოლმე თან ასე უშანსოოდ.
Buxrika
01 სექტემბერი 2019 13:17
26
ეგენი ვინმეზე ძლიერები არიან?
????
01 სექტემბერი 2019 23:43
1
ეგენი ვინმეზე ძლიერები არიან?
????
01 სექტემბერი 2019 23:43
1
ყველა გამოხმაურება
შოტლანდიამ მოგვიგო ტაქტიკით და სისწრაფით.სხვა მწვრთელის ხელში ეს გუნდი უკეთესად ითამაშებს.
ნიკო
01 სექტემბერი 2019 12:20
8
რა საჭიროა ამდენი პანიკა, ჩვენზე ძლიერ და გამოცდილ გუნდს ვეთამაშეთ, ჩვენ კიდევ განვითარების პროცესში ვართ, გავა დრო და შრომის შემდეგ შედეგიც მოვა!!! და კიდევ, ძალიან მშვენიერი ფასი აქ ღვინოს!!! ის ქალები კი ვინც გგონია რომ გადამთიელმა წაგართვა, რეალურად მაგ გარეგნობის და მასეთი ცხოვრების სტილის ქალებს ნამდვილ ქართველი გვერძე არც დაიყენებს და იყვნენ გადამთიელთან რას გიშლის, აბა რა ქნან ?? ქართველ კაცს არ ჭირდება ეგენი და ვიღაც ჩანჩურამ მიაქცია ყურადღება და გაყვაა რაა.: და დუდუკზე კიდე, დაკვრა უნდა იცოდე , ან მოსმენა გსიამოვნებდეს..: სხვა ილუზიები არ მაქვს დუდუკთან დაკავშირებით!
Vasili
01 სექტემბერი 2019 11:52
3
შოტლანდიასთან მოგებას არავინ ფიქრობდა მაგრამ ცოტა საბრძოლო ანგარიშით რომ წაგვეგო კარგი იქნებოდა ფაქტიურად ფეხბურთის თამაშით მოგვიგეს. ზოგადად ქართული სპორტისთვის თარსი დღე იყო წააგო რაგბის ნაკრებმა ბასილაშვილმა თუშიშვილმა რომლებისაც გაცილებით დიდი იმედი გვქონდა რომ მოიგებდნენ. იმედია შოტლანდიაში უკეთეს თამაშს ვანახებთ წარმატებას გისურვებთ ჩვენ თქვენთან ვართ ყველგან და ყოველთვის!!!
912
01 სექტემბერი 2019 11:34
0
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი
შოკირებული გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2019 11:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული