არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

სოციალურ ქსელში მსოფლიოს თასისთვის "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი ვრცელდება.

არაოფიციალური ვერსიით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე, მამუკა გორგოძე.

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე
თოდუა, იოსებ მათიაშვილი.

altმიხეილ ნარიაშვილი: თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს?!...

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altმამუკა გორგოძის კომენტარი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო, დაგეშილები რომ ხართ ნეგატივზე,ჯერ გაუაზრეთ ხოლმე სიტუაცია და შემდეგ წერეთ უკმაყოფილო კომენტარები.

1. რა საჭიროა სამი 9 ნომერიო?
რომელიმე "ნორმალურ" ნაკრებს მიყავს ნაკლები?
ერთ თამაშში ორი 9 ნომერი მონაწილეობას აუცილებლად იღებს, რთულია ამ პოზიციაზე მთლიანი თამაშის ჩატარება. ერთი რომ დაშავდეს, შემცვლელი არ რჩება.
იგივე მიზეზით არის 3-3 კაცი 1-3 და 10 ნომრებზე. ამიტომ ბეგქძის მაგივრად ასიეშვილი, ბიწაძე ან სხვა რატომ არაო, ალოგიკური კითხვაა.

2. ასიეშვილის კონკურენტი არის გოგიჩაშვილი.
ნარიაშვილი და ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობა, გიგაშვილი უნივერსალური შემცვლელი როგორც 1 ასევე 3 ნომრისთვის, გოგიჩაშვილი N1 და მელიქიძე N3.
ასიეშვილიც იმსახურებს ნაკრებს და გოგიჩაშვილიც, არჩევანი გაკეთდა უფრო ახალგაზრდა და განსხვავებული სტილის 1 ნომერზე, რაც ალოგიკური ჰეიგის მხრიდან არ არის.
მელიქიძის მაგივრად ასიეშვილს ვერ წაიყვანდა, ერთი 1 ნომერია მხოლოდ, მეორე კიდე 3.

3. იგივე ბიწაძე რატომ არ არის - გორგოძეს, გიორგქძეს, გორგაძეს ცალსახად ჩამოუვარდება კლასით. ლომიძესგან განსხვავებით ვერარის უნივერსალური. შესაბამისად აქაც ცოტა უადგილო არის ბიწაძის მოთხოვნა, მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში არც განიხილებოდა ძირითად მოთამაშედ.

4. საერთოდაც სხვები რატომ არაო რომ წერთ, ჯერ დაფიქრდით ვისაც იძახებს იგივე პოზიციაზე, ის თუ ნაკლებად იმსახურებს შემადგენლობაში ადგილს.

მეტი პოზიტივი და მხარდაჭერა ბიჭებს!
Just Supporter
15:22 02-09-2019
3
ეს წვერი რომ გავიპარსოთ არ შეიძლება? ჩეჩნები ვართ ოსები თუ ავღანელები
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული