ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!
ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.
მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.
არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.
გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
2. გიორგი ! რეგბისტებს - ასეთი ვაჟკაცური სპორტის სახეობის წარმომადგენელებს, ესეთი ლექსიკონით მეტყველება არ გიხდებათ.
3. ოდნავ უკან დავბრუნდეთ: ბოლო ფედერაციის პრეიზიდენტის არჩევისასაც იყო დაპირისპირება და უთანხმოება, მაგრამ რაგბმა და რაგბისტებმა, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა, ოჯახშივე მოაგვარეთ ყოველივე. აქაც ასე შეიძლებოდა მოქცევა და არა სოციალური ქსელით მთავარი მწვრთნელისა და ფედერაციის ლანძღვა.
4. გუნდი(ნებისმიერი), ვფიქრობ შედეგისთვის მიდის მს.ჩემპიონატზე და არა ვინმეს წარმოჩინებისათვის.
5. მწვრთნელს, რომელიც არბობს ქართველი ვარ, ოჯახით საქართველო შევიყვარეო, ასე ვუფასებთ ამაგს და ხალხის სიყვარულს ?
6. დაბოლოს, კრიტიკისთვის უამრავი დრო იყო- 8 წელი. სად იყავი მანამდე ?