ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!
ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.
მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.
არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.
გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
ფედერაციის თავჯდომარეობა და მათი უნამუსო და ქვენისთვის მხოლოდ ცუდის მომტანი მოღვაწეობა მავიწყებინებს მათ მართლაც დიდ სპორტულ წარსულს.
ამ ბოლო პერიოდში, პირადადა ჩემთვის მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ვაჟკაცური სპორტის
რაგბის მოთამაშეებიც სულ უფრო ხშირად არასასიამოვნოდ მაკვურვებენ...ირაკლი აბუსერიძეს არაკაცური საქციელები, ჩაწერები და ა.შ ახლა ჩხაიძის სიტყვები...ჰეიგი მართლაც სულ რომ უვარგისი იყოს, გადამწყვეტი ბრძოლების წინ მხედართმათავარის ლანძღვა გინება, თანაც არა პირში , არამედ პრესაში.... თანაც უბედურება ის არის რომ ჩხაიძის სიტყვეს ნაკლრების წევრები კითხულობენ და ჩხაიძეს პატივს სცემენ და მის სიტყვებზე ბევრი დაფიქრდება...ეს კი ნიშნავს რომ იფიქრებს ჩხაიძის სიტყვებზე და არა ჰეიგის დარიგებებზე... ხალხნო სპორტსმენები ხართ თუ ვინ?
კაცურად მოქცევა, რომ გერჩია შენი მეგობარი მეკოსთვის, ეგ იქნებოდა შენი მხრიდან მეგობრობაც და გვერში დგომაც, ამჟამად მხოლოდ ჭორაობ ჯიგარო!