გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
არ ხარ მართალი ჯიგარო!!! პირდაპირ გამოამჟღავნა ქართული მანკიერებაა, ასეთმაა მიდგომებმა უტირა დედა ყველაფერს ჩვენ ქვეყანაში, ჯერ არის ქვეყანა და პროფესიონალიზმი! და მერე ძმაკაცობა, ნათლიობა, მეგობრობა, მეზობლობა, დაქალობა!! რატო უნდა წაეყვანათ მეკო?? მეხუთე მსიფლიო ჩემპიონატი რა შუაშია? წაიყვანე მაშინ მეექსეზეც, ვაფშე პირველი იქნება მერე, და ამით რა? ტრამვირებული ადამიანი, თან ვეტერანი, უთამაშებელი, გამოდის ერთი კაცით ნაკლები უნდა იყოს ნაკრები, ტურისტად უნდა წავიდეს?! და ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა თავს იკლავს ვარჯიშით და იმსახურებს ნაკრებს და ეუბნებიან , აი ჯიგარო, შენ კი ხაარ ღირსი მაგრამაა , აი კაცსაა უნდაა სცეე პატივეე და, უნდა დარჩეს სახში , არ დარჩება ,იტყვის რამეს და ყველა აუმხედდრდებაა, გარიყავენ!! მეკო რო წაიყვანონ მსოფლიოზე ამით როგორ ფიქრობ სხვა რაგბისტს არ აკლდება მსოფლიოზე მობაწილეობა? მაშინ იმათი ახლობლებიც გამოთქვამებ პრეტენზიას და ვიყოთ ასე, ,/ ასე რომ არ იყო საჭირო ეს ლაპარაკი, ბარემ აქციაა მოაწყეეე!!! ისე კი არაფერი მაქ მეკოს საწინააღმდეგო, გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ ცხოვრებაში!!!/// რონალდინიო და ბაჯო და კიდევ რამდენი სტარი არ წაუყვანიათ მსოფლიოზე , (ფეხბურთში) იმიტომ რომ დასასრული დგებაა ყოველთვის...
Vasili
10:17 03-09-2019
1
ჯერ ერთი მეკო ნაკრებში კი არა ნორმალურ ქვეყანაში ციხეში უნდა იჯდეს 5 ადამიანის ავტო ავარიაში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში და შენმა საძმაკაცომ საქმე რომ ჩაუწყვეთ და გარეთ დადის,ეს არ ნიშნავს რომ მართალია .მეორც შჰენ რომ მილტონის მასთი სიტყვებით აგინებ მაქედანაც ჩანს შენი შეშა ინტელექტი.
mamulo
01:37 03-09-2019
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული