შოტლანდიელთა მწვრთნელი "ბორჯღალოსნებისგან" უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას ელის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" მეორე ტესტ-მატჩის წინ კომენტარი შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა გააკეთა.

"ივნისის შუა რიცხვების შემდეგ გუნდი შეკრებაზეა და პარასკევ საღამოს ჩვენი გულშემტკივრების წინაშე წელს უკანასკნელად წარვდგებით. ეს ჩვენი მორაგბეებისათვის კიდევ ერთი შანსია, რათა კვლავ ისევე ძალიან კარგად ითამაშონ, როგორც გასულ უქმეებზე საქართველოში.

ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ თბილისში წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთ იასპარეზებს, რამეთუ ჩვენი თამაშის შესახებ მეტი იციან. ძალიან რთულ შეხვედრას ველით და მოსაგებად უფრო უკეთ გარჯა გვმართებს".

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30
საათზე დიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული