6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

დიმა
დროა ლეგიონერები დავიმატოთ. რა პოზიციებზე ყველამ კარგად ვიცით. მათი დამატებით ახალ თაობასაც უკეთ გავზრდით.
სოსო
უფრო მეტად,ვიდრე აქამდე.თანაც ყველა ასაკში.
სოსო
გუჯა ძალიან მიხარია,რომ დაიმტერესდნენ ბოლო ბოლო.კიდევ უფრო გამიხარდება,თუ შედეგები ძალიან კარგი გექნება.ძალიან გვჭირდება ასეთი მეთოდი.
ქართველი
ღამე მშვიდობისა, მგლების ქვეყანავ!.. სპარსელები, იგივე პერსიელები, საქართვე- ლოს მოსახლეობას ეძახდნენ ,,მგლებს". პერ- სიულ ენაზე მგელი ნიშნავს ,,გურჯს"!.. ,,გურჯისტან" პერსიულად ნიშნავს მგლების ქვეყანას!..არაბულად - დაუმორჩილებელს, ჯიუტების ქვეყანას! მხრებში გაიშალეთ, თავი მაღლა ასწიეთ,გა- მხნევდით და გაძლიერდით, ქართველებო! წინ არის ყველაფერი. წარმატებები ბორჯღალოსნებს.
სოსო
ზაზა,ამათ ჯერ ყველაფერი არა აქვთ,მაგრამ უნვე საკმაოდ ბევრი რამე გაუკეთა ივანიშვილმა.ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს,მაგრამ რაც ეს მოედნები აშენდა ,რამდენი წელია?გაზრდასაც ხომ დრო უნდა?ალბათ ასაკობრივ ნაკრებებსაც უყურებ და ერთი რამე ცუდად მომხვდა თვალში;წლევანდელი 20 წლამდელთა ნაკრები ისევ ძალისმიერი სტილისაკენ მიტრიალდა.შესაძლოა ეს კონტინგემტიდან გამომდინარეობდა მაგრამ მე მგონი ამას სხვა მიზეზიც აქვს.ჩვენი ასაკობრივები სწრაფ,ხელდახელ რაგბის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე,6 ერის გუნდებთან ბრძოლაში და პრაქტიკით ხვეწდნენ,შემდეგ კი მსოფლიოზე უკვე საკმაოდ პრაქტიკა მიღებულები არავის ტოლს არ უდებდნენ.მაგრამ მას შემდეგ რაც ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ ეს ბობოლა ქვეყნების ნაკრებები და ევროპის ჩემპიონები გავხდით,მათ იქ გამოსვლაზე,უბრალოდ უარი განაცხადეს.უკანასკნელად ეს,საფრანგეთმა გააკეთა და დავრჩით ისევ მაჩანჩალა ქვეყნების ანაბარა.ექვსმა ერმა ჩვენი განვითარების ეს გზაც გადაგვიჭრა.ძლიერ და სწრაფ გუნდებთან თამაშის საკმარის პრაქტიკას ნაკრები ვეღარ იღებს და შესაბამისად პროგრესიც ჩერდება.თუ ასაკობრივები ვერ განვითარდებიან,დიდი ნაკრებიც შეაჩერებს ზრდას.რაღაც ახალი გზაა მოსაძებნი და მის პოვნაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.აქვე გუჯა კახაძის პოსტი წავიკითხე,სადაც ამბობს,რომ ყოჩებმა მისი კურსი გაიარეს და თამაშზეც დაეტყოთ.დიდი დროა დაკარგული,მაგრამ თუ შედეგი აშკარაა,ახლა მაინც ხომ შეიძლება დაინერგოს მისი მეთოდოლოგია საქართველოში და სისწრაფის მომატებაში,ესეც ძალიან დაგვეხმარება.არა მგონია გუჯამ ძალიან ძვირი დააფასოს თავისი გაკვეთილები.ის ხომ პირველ რიგში ქართული სპორტის გულშემატკივარია და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენი.თანაც შაურიანმა მუშამ აჯობა აბაზიან მუშასო,ნათქვამია.
სოსო
ზაზა,ამათ ჯერ ყვეკაფერი არა აქვთ,მაგრამ უნვე საკმაოდ ბევრი რამე გაუკეთა ივანიშვილმა.ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს,მაგრამ რაც ეს მოედნები აშენდა ,რამდენი წელია?გაზრდასაც ხომ დრო უნდა?ალბათ საკობრივ ნაკრებებსაც უყურებ და ერთი რამე ცუდად მომხვდა თვალში;წლევანდელი 20 წლამდელთა ნაკრები ისევ ძალისმიერი სტილისაკენ მიტრიალდა.შესაძლოა ეს კონტინგემტიდან გამომდინარეობდა მაგრამ მე მგონი ამას სხვა მიზეზიც აქვს.ჩვენი ასაკობრივები სწრაფ,ხელდახელ რაგბის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე,6 ერის გუნდებთან ბრძოლაში და პრაქტიკით ხვეწდნენ,შემდეგ კი მსოფლიოზე უკვე საკმაოდ პრაქტიკა მიღებულები არავის ტოლს არ უდებდნენ.მაგრამ მას შემდეგ რაც ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ ეს ბობოლა ქვეყნების ნაკრებები და ევროპის ჩემპიონები გავხდით,მათ იქ გამოსვლაზე,უბრალოდ უარი განაცხადეს.უკანასკნელად ეს,საფრანგეთმა გააკეთა და დავრჩით ისევ მაჩანჩალა ქვეყნების ანაბარა.ექვსმა ერმა ჩვენი განვითარების ეს გზაც გადაგვიჭრა.ძლიერ და სწრაფ გუნდებთან თამაშის საკმარის პრაქტიკას ნაკრები ვეღარ იღებს და შესაბამისად პროგრესიც ჩერდება.თუ ასაკობრივები ვერ განვითარდებიან,დიდი ნაკრებიც შეაჩერებს ზრდას.რაღაც ახალი გზაა მოსაძებნი და მის პოვნაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.აქვე გუჯა კახაძის პოსტი წავიკითხე,სადაც ამბობს,რომ ყოჩებმა მისი კურსი გაიარეს და თამაშზეც დაეტყოთ.დიდი დროა დაკარგული,მაგრამ თუ შედეგი აშკარაა,ახლა მაინც ხომ შეიძლება დაინერგოს მისი მეთოდოლოგია საქართველოში და სისწრაფის მომატებაში,ესეც ძალიან დაგვეხმარება.არა მგონია გუჯამ ძალიან ძვირი დააფასოს თავისი გაკვეთილები.ის ხომ პირველ რიგში ქართული სპორტის გულშემატკივარია და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენი.თანაც შაურიანმა მუშამ აჯობა აბაზიან მუშასო,ნათქვამია.
იბერიელი68
მარცხი დიდი გამოცდილება და მოტივაციაა შემდეგი გამარჯვებისათვის რასაც გისურვებთ. ამ თამაშებში გამოჩნდა ის თუ რაა გამოსასწორებელი

პირველ ლელოზე - ვასკას და ძნელაძის მოქმედებები ნახეთ (შებოჭვის მცდელობაც არ ქონდა). მეორე ლელოზე - კვლავ ძნელაძის მოქმედება - სად აიწია და მერე ვისზეც აიწია სეირნობით რატომ გამოატარა. მესამე ლელოზე - სანამ ლელო დაიდებოდა ძნელაძის 11 ნომერზე გამოხტომა და მოდებაძის შეცდომა. მეოთხე ლელოზე - კვლავ ძნელაძე. მზად იყო ეს ბიჭი იაპონიაში წასაყვანად? ან მოდებაზე მზად არის ძირითადისთვის? ვასკას თამაშის ტემპი და გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს - აჩრდილია 4 წლის წინანდელის. მოკლედ ჰეიგმა მაღალი და ფიზიკურად სუსტი ბიჭების დაყენება დაიწყო ხაზში და ამით შექმნა ილუზია რომ ხელით და ტექნიკურ თამაშზე გადავიტანეთ აქცენტი. არ არიან ეს ბიჭები მაღალ დონეზე თამაშისთვის მზად და დაცვითი უნარებიც არ აქვთ შესაბამისი - ამიტომ ვუშვებთ ამდენ ლელოს.

ხელით თამაშს რომ ვერ ისწავლის და ეგ კოზირი არ არის დღეს ჩვენი, მაგრამ ბოლო წლებია რომ ვითომ ამას ვცდილობთ და შედეგად ელემენტარულად მოლს ვეღარ ვაყენებთ და ძვლებისმმტვრეველ ბოჭვებს მაგაზე ვწუხვართ.
ნ.მ.
რა კარგია ტრამვა რომ არავინ მიიღო ამ ვარჯიშის დროს.
Kkk
რა მოწიე ასეთი რაგბი და ფეხბურთი, რომ ვერ გაარჩიე.დდდდდდ
დათი
კიდევ ერთხლ ვამბობ: ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი, არასდროს არცერთ სერიოზულ გუნდთან (არც საკლუბო, არც სანაკრებო დონეზე მას არ უთამაშია). მის ხელში ნაკრებმა თავისი კოზირი: დომინაცია შეკინებაში, დაკარგა, ხოლო ხელით თამაში ვერ ისწავლა. ჩვენს მოედანზე ბურთით ვერ გამოვდივვართ, არ ვცით რა უნდა ვქნათ და უსუსურად გამოვიყურებით, ასე მივიღე გუშინ 3 ლელო. ნაკრებოი აშკარად პროგრესს განიცდის: 2011 წ მსოფლოზე შოტლანდიასთან სულ 9 ქულით წავაგეთ, ხოლო 2007 წელს ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ (მგონი 4 ქულით წავაგეთ). ის გუნდი ჯობდადღევანდელს
ddgfdf
ისე ბატონი მილტონი მართლა გამოაცხობს მე მგონი სენსაციას. ყველა თამაშს წავაგებთ.
მიროსან
უნდა ვითამაშოთ ჯიგარო...და სწორედ ამ დონის გუნდებთან თამაშით იმაღლებ კლასს! აბა რუმინეთი-რუსეთი-პორტუგალია-ესპანეთის ფონზე რეგრესი რო დაგვეწყება ეგ გარდაუვალია.
გუჯა კახაძე
ორივე ტაიმს ასე რომ ითამაშებენ და რაც სამხრეთ აფრიკის გუნდთან გააკეთეს, ბოლო 15 წუთი მოწინააღმდეგე დაღლილი იყო და თამაში შემოაბრუნეს, ამის შემდეგ სერიოზულ წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ამის სწავლა შეიძლება და ამ გაზაფხულზე "ყოჩებმა" ეს შეძლეს და დამსახურებულად გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. ვისაც არ სჯერა, რომ ამის სწავლება შემიძლია ვეტყვი, რომ არც "ყოჩების" რაგბისტებს სჯეროდათ როდესაც შევთავაზე, მაგრამ მთავარ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას სჯეროდა და ბოლოს სპორტსმენებიც კმაყოფილები დარჩნენ.
baroni555
ამ ნაკრებს ვინც აკრიტიკებთ რაგბის გარტყმაში არ ხართ რატომ ეხლავე გეტყვით ეს ის ნაკრებია რომელიც ხელით გაშლილ თამასს ვერ ისწავლის რადგან ამის სწავლებახ დება ბავშობიდანვე ჩვენი მორაგბეები კიდევ რა გარემო პირობებში ვარჯიშობდნენ კარგადმოგეხსენებათ შესაბამისად ხელით თამაშს ეს ნაკრები ვერ ისწავლის და ყველაფრისთვისმადლობა უნდა უტხრათ ბიჭებს აი 20 წლამდელებს გადახედეთ და ხელით თამაშს იქ ნახავთ უაზრო კრიტიკა რომელიც იცი ვერ გამოსწორდება არაფრის მომტანია ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე
სპორტ ფაზა
არ უნდა ბევრი ანალიზი ჩვენ თამაშს... არ ყავდა შოტლანდიას ძირითადის 9 ნომერი და როგორ თამაშობდა კი ვნახეთ წინა თამაშიდან განსხვავებით.... და ჩვენ 9 ნომერი გვყავს საერთოდ???? აბუსერიძე რო დააბრუნო ის უფრო სწრაფად გამოიტანს და გაშლის ბურთს ვიდრე.... სისწრაფე ანადგურებს მეტოქეს ,, რაც ჩვენ არ გვაქვს.... მიყოლა არ გვაქვს ... 14 ნომერი მაჟორიტარივით რო დასეირნობდა ამოსაგდებია განაცხადიდან... მოკლედ ნაკრების პრობლემა არის ღერძის 9 ნომრის მიერ ბურთის უნელესი გამოტანა და უფანტაზიო გაშლა...
Buxrika
აბა კიდე ფიქრობთ რო ექვსი ერში უნდა ვითამაშოოთ?
niko
რას ნიშნავს 6 ერზე არ ვილაპარაკოთ, იქ არ შეგვესლება და სხვა ამისთანები,უარი არაფერზე არ უნდა ვთქვათ,6 ერიც გვინდა და ყველა დიდ თუ პატარა ტურნირებზე თამაშიც.გუშინ გერმანიამ ჰოლანდიასთან სახლში წააგო 2-4,და თქვენი ლოგიკით გერმანიამ უარი უნდა თქვას ყველაფერზე სანამ ისეთი გუნდი არ ეყოლება ბრაზილიას რომ 7-1 უგებს? უნდა ითამაშონ იბრზოლონ წელებზე ფეხი დაიდგან,დიდი შედეგი დიდი ბრძოლის და შრომისშედეგად მიიღწევა,მაშინ ბრაზილიელებ იმ მარცხის შემდეგ1-7 ფეხბურთი უნდა აეკრძალათ თუ როგორ იქნებოდა სწორი? გერმანიაც და ბრაზილიაც კიდევ ბევრჟერ მოიგებს მსოფლიოს და დარწმუნებული ვარ ქართველი მორაგბეებიც მოიგებენ დიდ ტურნირებს და გვეყოლება ისეთი დიდი გუნდუ როგორც ფეხბურთში 81-ში,მთავარია ფარ ხმალი არ დავყარგოდ და ვიბრძოლოთ და გვინდოდეს! დიდი მადლობა ჩვენს მორაგბეებს ძიებისთვის ბრძოლის ჟინისთვის და იმ სიხარულისთვის რაც მათ მოუნიჭებიათ ჩვენთვის და დარჭმუნებული ვარ მომავალშიც ბევრს გაგვახარებენ! ეხლ აკი ვერ ითამაშეს მიუთითთ შეცდომებზე გავაკრითიკოთ რაც შეიძლება მკაცრად მაგრამ არა ასეთი ფრაზები დაივიყყეთ 6 ერი, იქ ჩვენი ადგილი არარი და სხვა ამიშთანა საზიზღრობები....ბრძოლაში და წაგება მოგებაში ყალიბდება გუნდი! კი მართლები ხარტ გუშინ ცუდად ითამაშეს და დამარცხდენ , მაგრამ იშრომებენ ისწავლიან და მოიგებენ! მეთქვენი მჯერავს ლომებო გენაცვალეთ თქვენ!
musenbezi
ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ შეტევაში თამაში არ იცის, მთელი თამაში იმის იმედად ვართ შერკინებაში მეტოქე დავაჯარიმოთ და ჯარიმა კარში დავარტყათ... ასე შორს ვერ წავალთ.
სოსო
შეიძლება ვთქვათ,რომ ეს თამაში წინაზე უკეთესი იყო,პირველ ტაიმში მაინც,მაგრამ სკოტებს,მთავარი გამთამაშებელი არ ჰყავდათ და სათადარიგო ისეთ სისწრაფეებზე ვერ ათამაშებდა გუნდს.ესეც ცხადად გვაჩვენებს უკანახაზის მნიშვნელობას თამაშის წარმართვაში და აშკარაა,რომ ჩვენი უკანა ხაზი ვერაა სათანადო სიმაღლეზე ვერც სისწრაფით,ვერც ტაქტიკური აზროვნებით,ვერც აზროვნების სისწრაფით და ვერც ბურთის გათამაშებით.სამი თამაში ჩავატარეთ და ყველა თამაშში მეტოქის დამრტყმელი სჯობდა ჩვენსას ტაქტიკური დარტმებისას,აუტში გადატანის სიშორესა და სიზუსტეში'ვინც ევროპაში ვერ დაიმკვიდრა თავი,მათ შეწყვიტეს ან შეანელეს ზრდა.ეს გასაკვირი არც არის.რუსეთსა და საქართველოში ხომ გაცილებით დაბალი დონეა.ვერ ვიტყვი,რომ ბიჭებმა რაიმე დააკლეს,მაგრამ გუნდს აკლია რაღაცა, ეს რაღაცა არ გვაძლევს საშუალებას დაცვაში მტკიცედ დავდგეთ და რამდენიმე ფაზაში არ გავუშვათ ლელო.შესაძლოა მაინც ტრავმებს უფრთხილდებიან მსოფლიოს წინ.მილტონ ჰეიგის კარიერა საქართველოში დასარულს უახლოვდება.მისი მოყვანის ძირითადი მიზანი ხელდახელ თამაშის რადიკალურ გაუმჯობესება და სისწრაფის მომატება იყო,ეგგრეთ წოდებული ზელანდიური სტილის თამაშზე გადასვლა და მიუხედავად რაღაც პროგრესისა,ვერ ვიტყვით რომ ამ მიმართულებით,დიდი პროგრესი გვაქვს.ამ ბოლო ციკლში კი სულაც უკან ძველებური რაგბისაკენ დაბრუნების ტენდენციაც კი შეინიშნება,თუმცა აღმოჩნდა,რომ შერკინებაში და მოლში,დომინაციას ვკარგავთ და რაღაცნაირად ჰაერში გამოვეკიდეთ.ბიჭები ჩემპიონატისათვის ფორმის პიკში შევლენ და უკეთ ათამაშდებიან,მაგრამ არა მგონია ეს საერთო სურათი რადიკალურად შეიცვალოს.ახლა ბორჯღალი იაპონიაში გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას.მიზანი ალბათ მეორე თამაშისათვის ფორმის პიკში შესვლა იქნება და პირველი თამაშიც დაგვეხმარება ამაში.გზას ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და გამარჯვებებს ვუსურვებ.იმედს ვიტოვებ,რომ ფიჯის ძალიაბ ძლიერ ნაკრებთან გამარჯვებას შევძლებთ და ურუგვაისაც ზედ მივაყოლებთ,დანარჩენ ორ თამაშში კი სახეს და ღირსებას არ დავკარგავთ,საცდელს ვეცდებით და იქნებ რაიმეც გამოვიდეს.
ჰაჰა
ზოგადად ქართულ გუნდებს ჭირს რაღაც ფსიქოლოგიური, ყველა სახეობაში. თითქოს თანაბრად თამაშობენ, ან ჯობიან მეტოქეს, ხოლო რაღაც მომენტში ითიშებიან (კონცენტრაციას კარგავენ, უყურადღებო ხდებიან) და რაღაც ან გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ, ან ხელს ჩაიქნევენ. მოკლედ უაზროდ მარცხდებიან. თუნდაც ის ლელოები მეორე ტაიმში არაფრისგან. სხვა სპორტშიც, კალათბურთში - გავიდოდნენ წინ და მოეშვებოდნენ - შეიძლება წაეგოთ. ფეხბურთში - იფიქრებ, დღეს ბიჭები რა თავდადებულები არიანო, ჰოდა ერთს ან მიქარავენ ან დანებდებიან უაზროდ და აგრძელებენ სულელურ თამაშს.
aburjga
შოტლანდიელი რაგბისტები გაბარიტებით და ჯანითაც საგრძნობლად აღემატებოდნენ ჩვენს ბიჭებს! თან რაგბის თამაშიც ძალიან კარგად იციან, უყვართ ეს საქმე! ძირითადად ეს არის წაგების მიზეზი!

აგერ წავა ჰეიგი,ვაკანსია გაჩნდება, პრეზიდენტის არჩევნებიც კარს მოგვადგა და ეგ არის
ვალკა
მე რატომღაც მგონია, რომ 17-9 ზე შეეძლო ნაკრებს მომატება მაგრამ აღარ გრისკა მწვრთვნელმა არც ტრანვების გამო, და ყველაფერი არ გამოაჩინა ნაკრების, რაღაც რაღაცეები დამალა. და სწორიც არის. რაღაცნაორად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა)))
ლევანი
სასაცილოა, რა ურემი. რა გადაბრუნდა? როდის იყო ურემი? ჯერ ვართ შოტლადიის დონეზე?
Kkk
მსოფლიოზე ორ მოგებაზე მე მგონი ოცნებაც არ ღირს, მთავარია ფიჯისთან ღირსეულად ვითამაშოთ და ეგებ ურუგვაის მოუგოთ ეგაა და ეგ.
zaza
წაგების მთავარი მიზეზია ჩვენი სათამაშო სტილი რომელიც მოძველებულია და ვერაფრით ვერ გადავეწყვეთ ხელით სწრაფ და გაშლილ თამაშზე ასე გგონია რო ჩვენი გუნდი ზედმეტად მძიმე და მოუქნელია მოძრაობა გვაკლია მოედანზე და გაშლილი თამაში თორე რა შუაშია აქ ინფრასტრუქტურა და სტადიონი აკლიათ ამათ რამე არც არაფერი ამათ რაცააქვთ იმის მესამედი არააქვთ წყალბურთელებს და კალათბურთელებს მასე თუ ვიმსჯელებთ რო დიდ ფულს ვუცადოთ სპორტში ერთი ნახევარი საუკუნე გაივლის სანამ რამეს მიაღწევ.

2 თამაშის მოგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არის და უელსთან და ავსტრალიასთან სამწუხაროდ სრული განადგურება მოსალოდნელი ასეთი თამაშით და ეგ გვაწუხებს. ეგ დიდი გზა შემოთ რომ არ მიდის კიდევ ეგ.
west
14 -მა ნომერმა ჩააგდო თამაში,უაზროდ მოქმედებდა.
რომანა
შოტლანდიას ყოველთვის უჭირდა ჩვენთან თამაში! მახსოვს, დაახლოებით 2007 წელს, მჭედლიძისა და სირაძის გოლებით 2:0 მოვუგეთ და ჯგუფში ჩავტოვეთ!! ეხლა რა გვჭირს? ან ამდენი გოლის გაშვება რა უბედურებაა? გადავხედე შემადგენლობას, არავინ მეცნობა, ალბათ მეორე შემადგენლობით ვიყავით. გამოიძახოს ის ბიჭი, შვედეთის ჩემპიონატში მაგრად თამაშობსო. ეს რუსეთის და მალტის ჩეპიონატებში მოთამაშეები ამოვიდა ყელში!!!
გლახუნა
რა დრო იყო - შოტლანდიამ ძლივს რომ მოგვიგო -15-9 (?!) ჩემი აზრით -სანამ ეროვნულ ჩემპიონატს არ გავხდით სერიოზულად კონკურენტულს, დიდი ფინანსებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მენეჯმენტით და არ დავუახლოეთ წამყვანი ევროპული რაგბის ერების ჩემპიონატებს -ა ზ რ ი არა აქვს ხელით და სწრაფ თამაშზე ვეცადოთ გადავიდეთ, მაინც ა რ გამოგვივა და ვკარგავთ იმ კომპონენტშიც სიძლიერეს - რაშიც ძლირები ვიყავით, ახლაც საჭიროა ისევ ფიზიკურ ძალაზე გადავიდეთ, შერკინება, აუტი, მოლით მიწოლა -ლელო, ძლიერი დაცვა და მისი დახვეწა - უშეცდომოდ თამაში , ანუ მძლავრი რაგბი -ასეთ შემთხვევაში ჯ ე რ - ჯ ე რ ო ბ ი თ ნაკრებში არაფერი ესაქმებათ : კარკაძე, გოგიჩაშვილს ( მათ ნაცვლად ასეიშვილი, ჟვანია), მოდებაძეს, ძნელაძეს, მათიაშვილს ( დაცვაში ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ) აქცენტი უნდა ავიღოთ უფრო ფიზიკურად ძლიერებზე ... ახალგაზრდები მეტად სწრაფები კი არიან,მაგრამ ს უ ს ტ ე ბ ი ფიზიკურად და ჯერ-ჯერობით ვერც ისე სწრაფები, რომ კარგ გუნდებთანაც კი თამაშის ხარისხს ცვლიდნენ, მაგრამ ნაკრეშში შეიძლება დარჩეს მხოლოდ აფრასიძე, გიორგაძე, გიგაშვილი და კიდევ 2-3 ახალგაზრდა, დანარჩენები ვიმეორებ,ისევ ძველები - ფიზიკურად მძლავრები. სხვა მოსაზრებებიც არსებობს,მაგრამ ჯერ-ჯერობით მეტად ეფექტური შედეგისათვის ...
zaali
აქ ზოგი ცუდს რატომ წერს ვერ გამიგია.. მსოფლიოზე რომ ვთამაშობთ ესეც კარგია..ზოგი რეგრესზე წერს.. როდესმე ვუგებდით შოტლანდიას და ახლა ვეღარ ვუგებთ? შოტლანდიას ბოლო 5 წელია უდიდესი პროგრესი აქვს.. ჩვენ 10 წლის წინ რუმინეთს ვერ ვუგებთით..ტონგას, სამოასა და ფიჯზე აღარაფერს ვამბობ..ზუსტად მილტონ ჰეიგის დროს მოვუგეთ ამ ნაკრებებს.. ახალი თაობაა და ბევრი კარგი ახალგაზრდა მორაგბე გვეზრდება.. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.. ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს და არა ლანძღვა.. მხარდაჭერა რთულ მომენტებში და გულშემატკივრობა.. მსოფლიოზე ორი თამაში რომ მოვიგოთ ძალიან კარგი შედეგი იქნება!!! წარმატებები ბორჯღალოსნებს.. და იმედია კარგად და ღირსეულად ვეთამაშებით უელსს და ავსტრალიას!!!
London
არ ვართ ქართველები მგლები,მუსლიმები ჩემობენ მგლობას არწივები და ლომები ვართ ,ჯვაროსნები!!!! ერთ პოეტს შეეშალა და დაწერა :კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს....და ვიმეოროთ ეხლა რომაელებივით მგლის გამოზრდილები ვართო, როდესაც ძველი რომის იმპერიის სიმბოლო არწივია., თუმცა რაც არ უნდა დაირქვა, პირველ რიგში გონებრივად და ფიზიკურად უნდა გძალუძდეს მცირედი მაინც... და შემდგომ კი ნიკნეიმების დარქმევის სიტყვიერი კორიანტელი აყენო...
Maximus
სიჩქარეები რო ჩევადაროთ ჩვენი და იმათი გამოდის ნოლშესტი და ფერარი, ამაშია მთავარი განსხვავება... მარტო აღება და მიძალება არაა რაგბი. თან მგონი ცოტა შიშიც აქვთ ტრავმა რომ არ მიიღონ. მერე ელოდე კიდევ ოთხ წელიწადი. ისე არაა ჩვენი საქმე ჯერ ეს ექვსი ერი, მაგრამ ამათ თუ არ ვეთამაშეთ ისე ვერ გაიზდება ჩვენი დონე, სხვა საქმეა თუ გვიკადრებენ...
ddgfdf
შერკინება უნდა ავამოძრაოო და ისე გამოვიდა რომ ამ 200 კილოიან ბიჭებს უფრო მეტს არბენინებს ვიდრე უკანა ხაზს და ეს უკანა ხაზი ისევ ისე დგას როგორც ადრე და ბურთის დარტყმით ერთობა რა. წინ დაარტყავენ, ძუნძულით გაეკიდებიან თითქოს უკვე დაკარგულიაო. მარაძმია ბიჭებო ასე თამაში იმედია მსოფლიოზე სხვა გუნდას ვიხილავთ.
ddgfdf
დაადებილა ამ ზელანდიური სტილით მთლად გუნდი.ბანძ ნაკრებებს კი ვუგებთ ადვილად, მაგრამ ამათტან ხომ ხედავ უარესობაა. ამიტომ ჩვენი თამაში უნდა გვქონდეს. იმედია რაღაცას დავიტოვებთ და ჩვენს სტილს დავუბრუნდებით.
ოკრიბელი
ვფიქრობ მელიტონა, ვინცხას რაცხას უმალავს. ჰოდა ვნახავთ იაპონიაში, მართლა ასტეა, თუ მართლა ვერაა საქმე ისტე, ჩვენს ნევრებს და გულს რომ უნდებლარია.

შევეშვათ ანგარიშსს და მხოლოდ თამაშზე ვკონცენტრირდეთ: პირველი ტაიმი კარგი იყო , თუ არ ჩავთვლით რომ ასეთი დონის გუნდებთან ხაზი რომ გაჭრილი გაქვს და 22-ში ხარ უკვე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, 15 ნომერი რომ ხაზს გაჭრის უნდა აყვე ძალიან სწრაფად და მათ 22-ში ფეხით გადაკიდებულზე ხაზი მწყობრად აწიო (შოტლანდია ისე სინქრონში წევდა თითქოს სუხიშვილების მოცეკვავეების ხაზი იყო) და არა ისე რომ კონტრშეტევა და ლელო მიიღო. შენს შეტევას პირდაპირ მეტოქეზე პასით არ უნდა ასრულებდე. შეცდომები ძალიან ბევრი გვაქვს როცა ბურთი ჩვენ გვაქვს და ეს არის ცუდი, ჩვენი თამაშის ხარისხი, გუნდურობა არ არის შესაბამის დონეზე თორემ ცალ-ცალკე თავს არ ზოგავენ და ცდილობენ ხელით თამაშსაც, მაგრამ ამ დროს რაღაც ქაოსურად ირევა გუნდი და მწვავე კონტრს ვიღებთ. ბურთს არ ვუფრთხილდებით და ისე ჩანს პასებს მხოლოდ პასებისთვის ვაკეთებთ და არა უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენი 22-ში მეტოქე თუ შემოდის ქულის გარეშე თითმის არ მიდის - დაცვის სიძლიერე რამ შეიწირა? 2015-ის პირველ თამაშში ტონგასთან ხომ ლამის ნახევარზე მეტი დრო ჩვენს 22-ში გავატარეთ და თავს მყარად ვიცავდით. რაღაც არ არის ისე რომ უნდა იყოს - შეთამაშება, გუნდურობა და რაღაცნაირად ერთიანობა აკლია გუნდს. ეს თამაში არ არის ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და ამაზე მწყდება გული, თორემ ზელანდიასთან რომ წავაგეთ მაშინ არ ვყოფილვარ ასე - ჩვენი გუნდი იგრძნობოდა და დანარჩენი სუფთად კლასში სხვაობა იყო. იქნებ გორგოძენ დაუბრუნოს გუნდს ის სული, რაც ახლა ძალიან აკლია.
მსოფლიოზე
და დადგება დრო, ჩვენ მოვიგებთ ომსს :) მგლებო ბოლომდე.
კახა
4 წელია გწერთ მიხედეთ საქმეს ცუდად მიდის ყველაფერითქო სანამ არ გადაბრუნდა ურემი ყურები არ გამოიბერტყეთ ეთამაშეთ რუსეთს გეყოფათ მილტონა არსად გაუშვათ სანამ ხინკლის გახვევას არ ისწავლის
გიო
აქ 80%რაგბის გაგებაში არაა პროსტა კომენტარებს წერენ....გამართულ და სწრაფ რაგბს ვერ თამაშობს ნაკრები მაგრამ საერთ არაა გასაკვირი და საოცრება შოტლანდიასთან წაგება არც იმას რა ანგარიშით.
qqq
რეგბისტებმაც მოუკლეს თამაშს ფეხბურთელებივით !!! და როგორც წინა თაობა უკვე დეპუტატობაზე , მინისტრობაზე მერობაზე ან რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტობაზე ოცნებობენ.
grani
ერთი ეს სიტყვა ამიხსენი და შენი მადლიერი ვიქნები

ანგარიში მეტყველებს მეტოქის უპირატესობაზე. ხშირად არის საჭირო ასეთებთან თამაში და მერე უნდა მოვითხოვოთ შედეგიც. ფაქტია, ჯერ ძალიან შორს ვართ ტიერ 1- ის გუნდებისაგან, არადა ცოდოა გუნდი ამ რაგბი ევროპაზე თამაშით.
D.N.
ავოეეე, რა დაძაბვა, რის თამაშები. სირბილი ამათ არ იციან, ხელით თამაში და დაიზლაზნებიან. 20-წლამდელები უნდა გაუშვა მსოფლიოზე და ჰეიგს პაკა დასვიდანია.

ასეთი სხვაობით წაგებები მსოფლიო თასის დაწყების წინ არაფერს ნიშნავს,ყველა ზემოთჩამოთვლილ წაგებულ ნაკრებებს შეუძლიათ სიურპრიზის შემოთავაზება,განსაკუთრებით მინდა გამოვყო იაპონიის ნაკრები-აღდგომაც და ხვალეო...!
ddgfdf
საფეხბურთო სამყაროსავით გაჭუჭუპუჭუება არის აშკარა საფრთხე დღევანდელი ქართული რაგბისთვის.
ddgfdf
აი შენნაირ კომენტარს უნდა უთხრა რომ ერთი ცენტიც არ უნდა მოგცენ სისულელეების თამაშისთვის.
giorgi
არ ვთხოვ შოტლანდიასთან, უელსთან ან ავსტრალიასთან მოგებას,ოღონდ მსოფლიოზე ურუგვაისთან და ფიჯისთან მოვიგოთ ეს იქნება ამ გუნდის გმირობა
ddgfdf
მორჩა ბაირამობები, საქმეებია გასაკეთებელი გუნდურ სპორტებში.
გია
ბიჭებმა როგორ ყოველთვის იომეს. მადლობა. მილტონი მიდის გადაწყვიტილია. ყველანი ვინც იძახით რომ დროა წავიდეს ვინ უნდა იყოს ახალი მწვრთნელი ნუ მოგერიდებათ დაწერეთ.
ddgfdf
ძალიან ადვილია მეგობრებო. გადაიტანა ჯარიმა აუტზე. მოიგო დერეფანი , მიაწვა, ლელო. 7 ქულაა ნაცვლად 3ისა.
ddgfdf
ყველაფერი რომ გაქვს და ერთი და იგივე შეცდომებს უშვებ 30 წელი ეგ უკვე მენეჯმენტის ბრალია.
იკო
სხვა რას და როგორ აგებს მკიდია,ჩვენ რომ ვაგებთ ეს არის ცუდი

ეჭვი მაქვს,რომ მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა თავისი თამაში არ ითამაშეს,წინ ხომ მძიმე და დაძაბული მსოფლიო თასის მატჩები გველის.შოტლანდილებთან ამ თამაშს მაინც კი წავაგებდით,ანგარიშს ხომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ალბათ არ იყო საჭირო ჩვენი მომავალ მსოფლიო თასის მეტოქეებს დაენახათ,რომ შოტლანდიის დონის ნაკრებთანაც კი ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში მთელი მატჩის მანძილზე.
London
ფიზიკურად ძლიერი სპრინტერები არ გვყვავს.ვინმე გუნდში ას იარდს 10,5 წამში გარბის? ურუგვაის მოვუგებთ, ურუგვაის მოვუგებთ,უელსი შოტლანდიელებზე ძლიერებია,ავსტრალიაც.ფიჯიში ძალიან სწრაფი ბიჭები თამაშობენ.შერკინებით ვაჯობებთ?....
eke
ფეხბურთის მოედნები რომლებიც რაგბს გადაეცა ყველა უკლებლივ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს,
aleko
იმენა ლოკოკინებივით დადიან სისწრაფე და ხელით თამაში ამათვის როგორც ჩინური ისეა იმედია 20 წლიანები ჩაანაცველებენ ამათ მალე
დევნილი კოლხი
ვინც ფიქრობს, რომ რაგბის ყურებას აზრი არ გააჩნია,პუ;ტი აიღოს და სხვა არხზე გადართოს, ეს ხომ ძალიან მარტივია. რაც შეეხება წინწ და დღევანდელ მატჩებს, ბიჭებმა სული და გული ჩადეს, მოინდომეს, იბრძოლეს... ისე კი უნდა ვიცოდეთ, ბუხართან მსხდომო ნაცარქექიებო, სხვას ნიშნის მოგებით რომ ელაპარაკო, თავად უნდა წარმოადგენდე რამეს მაინც... ჩვენს ლომებს მინდა ვუსურვო წარმატებები! დარწმუნებული ვარ, არაერთ სიურპრიზს შემოგვთავაზებთ. ჭირიმე თქვენი!
SL
ვინმემ სთხოვეთ ლობჟანიძეს, ძნელაძეს, გიგაშვილს, მათიაშვილსაც გადახვევაზე ნახონ თავიანთი თამაში. რა არის ეს!! ჩაშლილი სალელოვე შეტევები (ვასკა), გატარებული ლელოები (გიგაშვილი). კიდევ იყო სხვების შეცდომები, მაგრამ ამათ მეტი უნდა იმუშაონ. ოღონდ ჯობია, რო იმუშავებენ და შედეგი ექნებათ და არა რეგრესი, აი მერე დადგნენ სასტარტოში. 100% პ.ს. კომენტატორები როგორც ყოველთვის გლეჯავენ!! კარგით რა!!
ლევანი
რას წუწუნებთ, აბა იტალიას ტავი არ გამოეყოფა და არც იაპონიას? 37-0 მოუგო დღეს ინგლისმა იტალიას? და სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მოუგო 41-7. აბა იტალიამ და იაპონიამ რა უნდა თქვან? აღარ ითამაშონ? თქვენსავით ჰეიგს დააბრალონ?
ლევანი
ტა რეხავს? სამხრეთ აფრიკამ იაპონიას 41-7 მოუგო, ინგლისმა იტალიას 37-0, რა ტეხავს?

ვინ დაგაძალათ?
ddgfdf
ეს ჯარიმის დარტყმა დაიწყო ჯერ კიდევ 30 წლის წინ ირლანდიასთან და თუ უელსთანაც მასევე ითამაშებენ აზრი არ აქვს რაგბის ყურებასაც მე მგონი.
ბაღდათსკი
ამათთან ამ ანგარიშით წაგება არაა კატასტროფა. ჩვენ იტალიას ვუტოლდებით და არა ამათ. ერთადერთი ხელმოსაჭიდი არგუმენტია იტალიის ექვს ერში ყოფნა და ჩვენი არა. ამიტო თუ რამის დამტკიცება გვინოდა მაკარონიკებისთვის უნდა მოგვეგო როცა გვქონდა შანსი. ახლა ერთადერთი გამოსავალია ასეთი დონის მეტოქეებთან რაც შეიძლება მეტი თამაში და მსოფლიოზე სენსაციების შეთავაზება. გული არ გაიტეხოთ ლომებო
oto
ფაქტია ვერ ვვითარდებით.ჰეიგი სწორედ რომ კარგ დროს მიდის,უფრო ადრედაც შეიძლებოდა.ნუ როცა მთელი ერი აჟიტირებულები ვართ ექვსი ერის ოჯახში შესვლაზე,სულ მცირე სირცხცვილი და შეურაცხყოფაა ესეთი ცალტვინური და პრიმიტიული თამაში და კატასტროფული ანგარიში
ქართველი
არ ვარ რაგბში კომპეტენტური მაგრამ , იმხელა სხვაობა იგრძნობოდა თუნდაც ,,ტოლ-სწორ'' პირველ ნახევარში რომ რავიცი რაა.. იმათ 22 თან უკვე ბეტონის კედელი იყო აღმართული და ჩვენს ნახევარზე ტემპის ოდნავ მომატება ლელოთი მთავრდებოდა... არ ვაკრიტიკებ ჩვენს ნაკრებს ყოჩაღთ ბიჭებო მაინც.. ოღონდ 6 ერზე ბევრი აღარ ვილაპარაკოთ ხმამაღლა ტეხავს..
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"