საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა, შეხვედრის დაწყების წინ კი მასპინძლებმა შეცდომა დაუშვეს და საქართველოს ძველი ჰიმნი, კოტე ფოცხვერაშვილის "დიდება" ჩართეს.
"დიდება" საქართველოს ჰიმნი 1918-1921 და 1991-2003 წლებში იყო.
საქართველოს ნაკრებმა "დიდება" უკანასკნელად 2003 წელს მსოფლიო თასზე შეასრულა.
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა!
„ვაშა!“ ტრფობასა, სიყვარულს,
„ვაშა!“ შვებასა, სიხარულს,
„სალამი!“ ჭეშმარიტების,
შუქ — განთიადსა.
ძველი ჰიმნის ტექსტის და მუსიკის ავტორი იყო კონსტანტინე ფოცხვერაშვილი. ეს ჰიმნი იყო საქართველოს სიმბოლო 1918-1921 და 1991-2004 წლებში. ამ ჰიმნის კომუნისტების ჰიმნთან შედარება არ შეიძლება. დღევანდელ ჰიმნისგან განსხვავებით სპონტანურად არ მომხდარა მისი შექმნა. სახელმწიფო სიმბოლოების შექმნაში მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილი.
ასევე, პირველი ოფიციალურად ქრისტიანული სახელმწიფო ან სომხეთი ან ეთიოპია იყო, მაგრამ საქართველო - ნამდვილად არა. ნუ დავემსგავსებით სამხრეთელ და ზოგ ჩრდილოელ მეზობელს რაღაცეების მითვისებაში.