მილტონ ჰეიგი: შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე...

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/ლევან ვერძეული

"ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, "მარიფილდზე" შოტლანდიასთან გამართული მატჩი (9:36) შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ესაჭიროება.

"ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა.

მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო
თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა" - თქვა ჰეიგმა.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:

"გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ.

წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება.

მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე".

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებმა" სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ "საუზერნ კინგსთან" და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.

გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავს; 29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ვხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან ჯახით ვასრულებთ.

altdailymail: გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი ქართველების ძლევა ძვირად დაუჯდა

altშოტლანდიელებმა მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს [VIDEO]

altმხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯერ იყო და 6 ერი იყო ჩვენი მიზანი და რატომ არ გვიღებდნენ იმაზე ტეხდა ამბავს. ეხლა კელტების ლიგას მიდგა (აბა საფრანგეთის და ინგლისის ჩემპიონატები დახურული სივრცეა უცხო ქვეყნებისათვის). მოკლედ გვაბოლებს, მაგრად დაამუღამა ამ აფერისტმა ქართული მენტალიტეტი. ვინმე ნახეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ეთქვას რაებს მიერეკებიო? თუ საერთაშორისო გამოცდილებაზე არის საქმე, რატომ უფრო მეტად მისასვლელი გზა ევროპული ტურნირებისაკენ არ დასახეს ჩვენმა ფედერაციამ. იქ გაეკეთებინათ ერთი-ორი გუნდი, რომელიმეს ბაზაზე (აიას, ლელოს, ლოკომოტივის) გინდა ფრანჩაიზი დაარქვი და გინდა სხვა. ჩელენჯ ქაფზე, რომ გვეცადა მაინც ამ წლების განმავლობაში, ხომ შეიძლებოდა უკვე ჯგუფურ ტურნირებში ჩავრთულიყავით?!(აგერ რუსული და რუმინული გუნდები თამაშობენ უკვე წლებია). ეს რა ნაკლებ გამოცდილებას შეგვძენდა? მაგრამ ამასაც მუშაობა უნდა და ადვილია რაღაც ფანტაზიორობაზე ყურადღების გადატანა. კარგად იცის ჰეიგმა და ფედერაციის თავკაცებმა, რომ არც 6 ერი და არც კელტების ლიგა არ გამოვა, მაგრამ ხომ უნდა გვაბოლონ, აი არ გვიღებენ ეს ოხერი ანგლოსაქსები და ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგიო! ყოველი მარცხის შემდეგ აქვს ჰეიგს გასამართლებელი, რომ ყურადღება რაღაც ზოგად, მისგან დამოუკიდებელ მიზეზებზე გადავიტანოთ. ერთხელ თუ ულაპარაკია მარცხის გამო თავის შეცდომებზე. მაგრამ არავინ არის მომკითხავი. ამას ჩვენი ვითომ რაგბის დიდი მცოდნე ჟურნალისტები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ თბილი ადგილი ხომ კარგია, ზევიდან ვინმეს რისხვა არ დაისახურონ. გუშინ ახლად გამომცხვარი ვითომ რაგბის მცოდნე, რეპორტაჟის წამყვანი რომ იტყვის თამაშის მიმდინარეობას არ შეეფერება ეს ანგარიშიო, რადგან პირველ ტაიმში ერთი ქულა იყო სხვაობაო, იმან რა უნდა ჰკითხოს მწვრთნეელს???
ანდრო
15:47 07-09-2019
22
ორივე ტაიმს პირველი ტაიმის მსგავსად რომ ითამაშებენ და რაც სამხრეთ აფრიკის გუნდთან გააკეთეს, ბოლო 15 წუთი მოწინააღმდეგე დაღლილი იყო და თამაში შემოაბრუნეს, ამის შემდეგ სერიოზულ წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ამის სწავლა შეიძლება და ამ გაზაფხულზე "ყოჩებმა" ეს შეძლეს და დამსახურებულად გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. ვისაც არ სჯერა, რომ ამის სწავლება შემიძლია ვეტყვი, რომ არც "ყოჩების" რაგბისტებს სჯეროდათ როდესაც შევთავაზე, მაგრამ მთავარ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას სჯეროდა და ბოლოს სპორტსმენებიც კმაყოფილები დარჩნენ.
გუჯა კახაძე
14:48 07-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული