"ვერ ვიკავებ თავს საქართველოს ნაკრების შეყვარებისაგან" - ნაგოიას მერმა "ბორჯღალოსნებს" ელვის პრესლის სიმღერა მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაგოიას მერი ტაკაში კავამურა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელვის პრესლის სიმღერით -  "Can't Help Falling In Love" ("ვერ ვიკავებ თავს შეყვარებისაგან") მიესალმა და საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. World Rugby-მ ეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მისალმებად შეაფასა.

"Can't Help Falling In Love With Team Of Georgia" - ვერ ვიკავებ თავს საქართველოს ნაკრების შეყვარებისაგან, ეს სიტყვები წარმოთქვა ტაკაში კავამურამ თავისი გამოსვლის ბოლოს.

თავად ტაკაში კავამურა ქალაქ ნაგოიას მერი 2009 წლიდან გახლავთ. იქამდე იაპონელმა პოლიტიკოსმა 7 პარტიაში ყოფნა მოაწრო და ახლა რეგიონულ პარტიას წარმოადგენს, რომლის
თავმჯდომარეც თავად გახლავთ.

საქართველოს ნაკრები კი მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს მსოფლიო რეიტინგის ლიდერ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

თუ ელვის პრესლის ორიგინალი სიმღერის მოსმენა გინდათ, ეს ქვედა ვიდეოში შეგიძლიათ.



მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ნაგოიას მერს
0
ხვიჩა,ჩემი რჩევაა შეეშვი ჩვენს ნაკრებზე ამდენი ბაქი-ბუქა სტატიების წერას ჩემპიონატის წინ,დაცდილია ცუდათ მთავრდება ეს ყველაფერი ჩვენთვის
გია
16:12 19-09-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული