მილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასი 2019-ის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში თამაში ვერ ავაწყვეთ. განსაკუთრებით, დაცვაში გაგვიჭირდა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის ნაკრებმა, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

ვიხილეთ ტიპური ქართული, მებრძოლი სული, ოღონდ... მეორე ტაიმში. დაცვაშიც დავლაგდით და უელსს არ მივეცით ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალება. შეტევაში კი თამამად ვმოქმედებდით.

მომდევნო მატჩისთვის გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, უპირველესად კი, დაცვის სიმწყობრე", - თქვა ჰეიგმა.

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 27 /
უელსმა 15 წუთში მოგიყომარათ ყველაფერი და მეორე ტაიმში ფაქტიურად აღარ თამაშობდნენ, თორემ რომ გაეგრძელებინათ როგორც დაიწყეს 200 მდე ავიდოდნენ, გაჩერებულზე გამოჩნდა თქვენი ქართული სული, თორემ დაქოქილ უელსთან რასაც წარმოადგენდით მთელმა მსოფლიომ დაინახა
10
ფეხბურთს არც ბაღლინჯო და არაფერი მიაკვდა პირიქით ნელნელა გამოდის საქართველო ამ დიდი კრიზისიდან ცოტახანში ნახავთ რა შედეგები იქნება .და თქვენ რაგბის ქომაგებმა ამ ჩაჯმულ რაგბისტებს მიხედეთ.
Buxo
04:53 24-09-2019
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული