მსოფლიოს თასზე უელსთან ნამატჩევს (14:43), პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა ისაუბრა.
"თამაშში გვიან შევედით და ისეთ გუნდთან, როგორიც უელსია, ამისათვის საფასური გადავიხადეთ. მეორე მხრივ, კმაყოფილი ვარ იმ ბრძოლისუნარიანობით და ხასიათით, რომელიც გუნდმა აჩვენა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. ვცდილობდით, თავი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ, მაგრამ შესვენებამდე მეტოქეს ძალიან იოლად გავატანინეთ ლელოები. ამაზე და სხვა ყველაფერზე, რაც დღეს არ გამოგვივიდა, აუცილებლად ვიმუშავებთ.
პირველ ტაიმში არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი სტილით გვეთამაშა
და ძლიერი მხარეები გამოგვეყენებინა. მეორე ტაიმში ჩვენი შერკინება და მოლი ამუშავდა და ლელოებიც გავიტანეთ. საქართველო სწორედ ამ კომპონენტებშია ძლიერი და მომდევნო შეხვედრებში ამის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ წარმატებას", - ციტირებს ნარიაშვილს საქართველოს რაგბის კავშირის საიტი.
პირველ ტაიმში არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი სტილით გვეთამაშა